მეგა TV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგა TV
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა TV
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა დასავლეთი საქართველო: იმერეთი
დაფუძნდა 1991
დამფუძნებელი მერაბ კიკაბიძე [1]
მფლობელი მერაბ კიკაბიძე [1]
საიტი megatv.ge


მეგა TVქუთაისში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. მაუწყებლობს იმერეთსა, სამეგრელოსა და გურიაში. საეთერო ბადის ძირითადი ნაწილი ეთმობა მუსიკალურ კლიპებს, რომლებიც ხალხის თხოვნით (მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სატელეფონო ფასიანი ზარების საშუალებით) გადის ეთერში. არხს აქვს საინფორმაციო და სხვა სახის გადაცემები.

ტელეკომპანია მეგა-TV 1991 წელს დაფუძნდა. მაუწყებლობის არეალი დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, სამტრედიის, აბაშის, ფრაგმენტულად ქუთაისის, ვანის, ტყიბულის, ასევე სამეგრელოსა და გურიის სხვა მუნიციპალიტეტების ნაწილს. 1996-1999 წლებში კომპანიამ საკუთარი რესურსით მოაწყო ახალი სტუდიები, მოამზადა ახალი გადაცემები. 2001 წელს კომპანიამ მოიპოვა „ევრაზიის ფონდის” ნდობა და დაფინანსდა პირველი საგრანტო პროექტი „საჯარო დებატები პირდაპირ ეთერში”, რომლის 4 წლიანი მონიტორინგი 2005 წელს წარმატებით დასრულდა. 2001 წლიდან გაიხსნა მარტვილისა და ქუთაისის ოფისები. ამავე პერიოდში ტელეკომპანიამ მიიღო IREX-ის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს”, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ხოლო 2009-2010 წლებში კომპანიამ „აშშ-ს საელჩოს საქართველოში” მხარდაჭერით კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. 2011 წლის 28 თებერვალს დასრულდა 6 თვიანი პროექტი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

წარმატებულ პროექტთა შორის რჩება წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტთა სტაჟირების პროგრამა, რომელიც „ედუარდ მაროუს პროგრამის” მონაწილის ხელმძღვანელობით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]