პირველი არხი — განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პირველი არხი — განათლება
2 Tv Logo.jpg
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო
დაფუძნდა 1991
მფლობელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
ხელმძღვანელ(ებ)ი ვასილ მაღლაფერიძე (გენ. დირექტორი)
საიტი საიტი

მეორე არხისაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. მაუწყებლობს 1991 წლიდან საქართველოს მასშტაბით.

2010-2017 წლებში, სხვადასხვა დროს, მეორე არხი აწარმოებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს — „თავისუფალი ტრიბუნა“, „არგუმენტების დრო“ (თოქ-შოუ), ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე (რუსული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური), ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებსა („ბრიფინგის დრო“), პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. პარალელურად, ტელეარხი გადასცემდა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ტრანსლაციას.

2020 წლის 26 მარტიდან, მეორე არხი სახელს იცვლის და „პირველი არხი – განათლების“ სახელით იმაუწყებლებს.[1] საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადების გავრცელების გამო შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაურკვეველი ვადით დაიხურა სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყეველბა, განათლების სამინისტროსთან ერთად, მოამზადა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას.[2] ტელეგაკვეთილები მეორე არხის ბაზაზე შექმნილ ტელეარხის, „პირველი არხი – განათლების“ ეთერში 30 მარტიდან გავა.[3] ვიდეოგაკვეთილები გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინპლატფორმებითაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]