ჰანოვერის ხელშეკრულება (1710)
იერსახე
ჰანოვერის ხელშეკრულება — დაიდო 1710 წლის 3 ივლისს ჩრდილოეთის ომის პერიოდში. ამ ხელშეკრულებით ერთმანეთს დაუკავშირდა რუსეთის იმპერია და ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი. მიუხედავად იმისა, რომ ჰანოვერს არ ეჭირა მნიშვნელოვანი როლი საღვთო რომის იმპერიის ქვეყნებს შორის, ეს ალიანსი მნიშვნელოვანი იყო ჰანოვერის საჰერცოგოსთვის. ჰანოვერის ჰერცოგი შემდგომში დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა ჯორჯ I-ის სახელით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Scan of the treaty at IEG Mainz დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
|