ტორუნის ხელშეკრულება (1709)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტორუნის ხელშეკრულება — ორი სამოკავშირეო ხელშეკრულება, დაიდო 1709 წლის 20 ოქტომბერს რუსეთსა და საქსონიას შორის, ხელი მოაწერეს პეტრე I-მა და ავგუსტ II-მ, პოლონეთის ქალაქ ტორუნში, ამ ხელშეკრულებით განახლდა ამ სახელმწიფოებს შორის კავშირი.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედების საომარმა წარმატებებმა ავგუსტ II იძულებული გახადა დაეტოვებინა პოლონეთის ტახტი და გამოსულიყო ომიდან. ამასთანავე 1706 წელს ავგუსტ II-მ ალტრანშტედტის ხელშეკრულება დადო კარლ XII-სთან . რუსეთის ჯარების მიერ შვედების სრულმა განადგურებამ პოლტავასთან მკვეთრად შეცვალა ჩრდილოეთის ომის მსვლელობის სურათი. რუსეთის მოკავშირეები დანია და საქსონია რომლებიც კარლ XII-მ გაანადგურა ჩქარობდნენ სასწრაფოდ ჩაბმულიყვნენ ომში და ესარგებლათ იმ მგდომარეობით, რომელიც რუსეთის გამარჯვებით შეიქმნა ფრონტის ხაზზე.

1709 წლის 26 ივლისს კიოლნში შვედების წინააღმდეგ ხელი მოეწერა ზავს საქსონიას, პურსიას და დანიას შორის. ივლისში პრუსიის სამეფო კარის წარმომადგენელი ალბრეხტ ფონ დერ ლიტი პეტრე I-ის დავალებით ჩავიდა დრეზდენში და 1709 წლის 6 აგვისტოს საქსონიის მონარქებთან ერთად ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას რუსეთსა და საქსონიას შორის, რომელიც მიმართული იყო შვედეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა სტანისლავ ლეშჩინსკიმ. ამით პეტრე I ვალდებული იყო ავგუსტ II-ს დახმარებოდა ფულითა და ჯარით, ამასთანავე ხელი შეეწყო მისთვის პოლონეთის ტახტის დაბრუნებაში.

1709 წლის სექტემბერში ლიუბლინში რუსეთის მეფის სახელით გამოიცა მანიფესტი, რითაც ავგუსტ II-ის მოწინააღმდეგეებს თავაზობდნენ ფიცი დაედოთ მის ერთგულებაზე.

ხელშეკრულების პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1709 წლის ოქტომბერში პეტრე I ჩავიდა ტორუნში, სადაც შეხვდა ავგუსტ II-ს და ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას.

ერთი ხელშეკრულება ითვალისწინებდა შვედეთის წინააღმდეგ როგორც თავდაცვით ასევე თავდასხმის გამხორციელებისას ერთმანეთთან მოკავშირეობას. ამასთანავე ორივე მხარე ეცდებოდა კავშირი დაემყარებინა პრუსიასა და დანიასთან.

მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმ ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებას, რომელსაც მხარეები გაინაწილებდნენ. ლივონია უნდა მიეღო ავგუსტ II-ს ხოლო ესტლანდია რუსეთს. წარსულში დადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა ამ ორ პროვინციას ჩაითვალა ძალადაკარგულად.

21 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ტრაქტატს რუსეთს, საქსონიას, დანიასა და პრუსიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა 1709 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების რუსეთთან მიერთებას.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებების შედეგად ფაქტობრივად ახლიდან ჩამოყალიბდა მოკავშირეთა კოალიცია პრუსიის შეერთებით, რაც ხელს უწყობდა არა მარტო ომის გაგრძელებას არამედ გამარჯვების იმედს უსახავდა ამ ომში მონაწილე მთელ კოალიციურ ჯარებს. ესტლანდიის რუსეთის კუთვნილებაში გადასვლის დაფიქსირება აისახა, როგორც რუსეთის სამხედრო და საგარეო პოლიტიკური კურსის პრესტიჟის ამაღლების ფაქტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]