ალტრანშტედტის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალტრანშტედტის ხელშეკრულება — დაიდო შვედეთის მეფეს კარლ XII-სა და საქსონიის და პოლონეთ-ლიტვის მეფეს ავგუსტ ძლიერს შორის. 1706 წლის 13 ოქტომბერს, ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობის პერიოდში, ავგუსტ ძლიერს მოუხდა, რომ შეეწყვიტა პრეტენზიები პოლონურ ტახტზე და რუსულ ალიანსზე.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ XII-ის სასარგებლოდ, რომელმაც დაიკავა პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობის დიდი ნაწილი ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობის პერიოდში, 1705 წლის 4 ოქტომბერს, პოლონეთის მეფედ დაინიშნა სტანისლავ ლეშჩინსკი. თანამეგობრობის ფრაქცია ერთგული დარჩა საქსონიის კურფიურსტის ავგუსტ ძლიერის მიმართ, 1697 წლიდან პოლონეთის მეფე და რუსეთის მეფე პეტრე I დიდის მოკავშირე კარლ XII-ის წინააღმდეგ.

შედეგად პოლონეთის სამოქალაქო ომი არ წარიმართა მის სასარგებლოდ. მისი მცდელობა, რომ ხელახლა მიეღწია პოლონეთსა და ლიტვაზე კონტროლსათვის, კარლ XII-მა გროდნოს და კარლ გუსტავ რეინსკიოლდმა ფრაუშტადტის ბრძოლით ჩაშალეს. ეს ორივე 1706 წლის პირველ თვეებში მოხდა. როგორც ფრაუშტადტის შედეგი, საქსონიის საგრაფო პრაქტიკულად დაუცველი იყო. როცა კარლ XII-მა გააერთიანა ძალები რეინსკიოლდთან და გადავიდა სილესიის დასაკავებლად, მას წინააღმდეგობები არ შეხვედრია.

პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტ ძლიერმა დაამყარა მშვიდობა შვედეთის იმპერიასთან. მან უარი თქვა პოლონეთის გვირგვინზე, სტანისლავ ლეშჩინსკი აღიარა პოლონეთის მეფედ და მიულოცა კიდეც მას. ავგუსტის ალიანსი რუსეთთან, რომელიც გაფორმდა პრეობრაჟენსკის და ნარვის ხელშეკრულებებით, ბათილად გამოცხადდა. ავგუსტის ტყვეობაში ქვეშ მყოფი ყველა რუსი გადაეცა შვედეთის საპატიმროს. იოჰან ფატქული გამოაცხადეს კრიმინალად და ისიც გადაეცა შვედეთს, როგორც პატიმარი. ხელშეკრულება საიდუმლოდ დაიდო.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატი და პოლიტიკოსი იოჰან ფატქული სიკვდილით დასაჯეს. როდესაცეს ხელშეკრულება გამოაშკარავდა, პეტრე დიდი იმედგაცრუებული დარჩა. მისმა დიპლომატებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ საქსონიასა და შვედეთს შორის სეპარატიული ზავის დადების შესაძლებლობის შესახებ და ამასთანავე 1703 წლიდან აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რუსეთთან, ვერ შეძლეს ჩარევა. გარდა ამისა, პეტრემ მიიჩნია ავგუსტი არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ახლო მეგობარი. ავგუსტის გადადგომით, პეტრემ წარუმატებლად შესთავაზა ჯერ კიდევ დაკავებული პოლონეთის გვირგვინი უნგრელ მეამბოხე პრინცს, ფერენც II რაკოცის, ბრიტანელ გენერალს და მალბოროუჰის პირველ ჰერცოგს, ჯონ ჩერჩილ მალბოროს, პოლონელ იაკუბ სობესკის, ჰაბსბურგების სამსახურში მყოფ ევგენი სავოიელს და სხვებს.

პოლონურ-ლიტვურ თანამეგობრობაში, ხელშეკრულებამ განამტკიცა და კიდევ უფრო გააუმჯობესა სტანისლავ ლეშჩინსკის პოზიცია. შედეგად მან მოიპოვა აზნაურების ერთგულება. ავგუსტ ძლიერი აღდა როგორც პოლონეთის მეფე და განაახლა ალიანსი რუსეთთან 1709 წლის ტორუნის ხელშეკრულებით, რამაც შესაძლებელი გახადა პეტრეს გამარჯვება პოლტავის ბრძოლაში კარლ XII-ის წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]