გრეიფსვალდის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრეიფსვალდის ხელშეკრულება — ხელშეკრულება რუსეთსა და ჰანოვერს შორის. დაიდო 1715 წლის 28 ოქტომბერს გრეიფსვალდში, ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობის პერიოდში. ხელშეკრულება იყო პეტრე დიდის მცდელობა ჩრდილოეთის ომში თავის მხარეზე ჩაეთრია დიდი ბრიტანეთი. ჯორჯ I და ჰანოვერის საკურფიურსტო დაარწმუნეს რუსებმა შვედეთის დომინიონის ბრემენ-ვერდენის ანექსიაში, რასაც ისინი ბერლინის ზავით დათანხმდენ. თავის მხრივ ჯორჯ I დათანხმდა რუსეთის ანექსიას ინგერმანლანდიაში, ესტონეთში რევალთან და კარელიასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]