რავის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რავის შეთანხმება — საკავშირო მოლაპარაკებები რუსეთის მეფე პეტრე I-სა და პოლონეთის მეფის და საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ II-ს შორის, რომელიც შედგა 1698 წლის10-14 აგვისტოს უკრაინულ ქალაქ რავაში, როდესაც პეტრე დაბრუნდა დიდი ელჩობიდან.

ხელმწიფეების შეხვედრა რავაში იყო მომზადებული წინასწარი მოლაპარაკებებით პეტრე I-სა და ავგუსტ II-ის წარმომადგენლებს შორის. ამ აბსოლუტურ საიდუმლო შეხვედრაზე პირველად განიხილავდნენ საკითხს კოალიციის შექმნის შესახებ, იმ მიზნით რომ ბრძოლით დაებრუნებინათ შვედეთის მიერ ოდესღაც მითვისებული ბალტიისპირეთის მიწები. საუბრის შინაარსის შესახებ ეჭვი არ ჰქონდათ თვით პოლონელ მაღალჩინოსნებსაც კი. ორივე მხარე იყო ძალიან დაინტერესებული ახალი კავშირის დადებაზე. რუსეთისთვის იგი ხსნიდა პერსპექტივას ბალტიის ნაპირებისკენ გასვლაზე, რაც შესაბამისად ევროპისაკენ ფანჯრის გაჭრას ნიშნავდა.

დიდი ელჩობის მოლაპარაკებების წარუმატებლობა მოკავშირეების მოძებნასთან დაკავშირებით ოსმალეთთან ომში, აიძულა პეტრეს ძირეულად გადაეხედა თავისი საგარეო პოლიტიკა. რავის მოლაპარაკების შემდეგ რუსული დიპლომატიის აქტიურობამ მკვეთრად შეიცვალა მიმართულება. ავგუსტ II- ჯერ კიდევ მყარად არ გრძნობდა თავს პოლონეთის ტახტზე, პეტრე კი ხვდებოდა, რომ ვერ დაიწყებდა ახალ ომს თურქეთის ომის დამთავრებამდე. საკავშირო მოლაპარაკებები შვედეთის წინააღმდეგ განახლდა უკვე მოსკოვში, დანიის ჩრდილოეთის კავშირში ჩაბმის შემდეგ და დამთავრდა 1699 წლის 21 ნოემბერს პრეობრაჟენსკის ხელშეკრულების ხელმოწერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Молчанов Н. Н. Дипломатия Петра Великого. — М., 1990