დრეზდენის ხელშეკრულება (1699)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დრეზდენის ხელშეკრულება — პოლონეთის მეფის და საქსონიის კურფიურისტ ავგუსტ II-ის შეთანხმება დანიელ-ნორვეგიელ მეფე ფრედერიკ IV-სთან, შვედეთის მეფის კარლ XII-ის წინააღმდეგ. ხელშეკრულება დადეს დრეზდენში 1699 წლის 14 სექტემბერს და ითვლება ჩრდილოეთის ომის მოსამზადებლ ხელშეკრულებად.

დანიის მეფის ქრისტიან V-ის სიკვდილის შემდეგ 1699 წლის 25 აგვისტოს, ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ფრედერიკ IV. მან გაგზავნა თავისი მომავალი ცოლისძმა გრაფი რევენტლოვი საიდუმლო მისიით დრეზდენში. ელჩმა მეფის სახელით დადო საიდუმლო კავშირი ავგუსტთან შვედეთის წინააღმდეგ. ახალგაზრდა გრაფი მოქმედებდა იმდენად ოსტატურად, რომ შვედი დიპლომატი მაურიც ველინგი, რომელიც იმყოფებოდა პოლონეთის კარზე, ვერაფერს ვერ ეჭვობდა. ამავე წლის ნოემბერში ამ კავშირს შემოუერთდა რუსეთის მეფე პეტრე I დიდი, რომელმაც დადო ავგუსტთან პრეობრაჟენსკის ხელშეკრულება. ამით იყო შექმნილი ჩრდილოეთის სამთა კავშირი, რომელმაც შექმნა წინაპირობა ჩრდილოეთ ომის დასაწყებად.

ხელშეკრულება მოქმედებდა წელიწადზე ცოტახანს. 1700 წლის აგვისტოში დანია გამოვიდა ომიდან და დადო შვედეთთან სეპარატული ტრავენდალის ზავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Анисимов Е. В. Реформы Петра Великого. Прогресс через принуждение., 1993 ISBN 1-56324-047-5.