ტრავენდალის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტრავენდალის ზავი (დან. Freden i Traventhal; შვედ. freden i Travendal) — დაიდო 1700 წლის 18 აგვისტოს ტრავენდალში, ჰოლშტეინის ციხესიმაგრეში, ერთი მხრივ შვედეთსა და ჰოლშტეინს და მეორე მხრივ დანიას შორის.

დანია იძულებული იყო მიეღო მონაწილეობა ზავის დადებაში დედაქალაქ კოპენჰაგენის დაბომბვის შემდეგ, რომელიც განახორციელა ინგლისურ-შვედურ-ჰოლანდიურმა ესკადრამ. ამასთანავე შვედური დესანტის გადმოსხმამ კოპენჰაგენთან ახლოს.

ზემოაღნიშნული ზავით დანია გამოვიდა ჩრდილოეთის ომიდან და უარი განაცხადა რუსეთთან და საქსონიასთან მოკავშირეობაზე. დანიამ აღიარა ჰოლშტეინის სუვერენიტეტი და კომპენსაციის სახით ივალდებულა თანხის გადახდა 260 000 რეიხსტალერით. ასევე დანია ვალდებული იყო არ აღმოეჩინა დახმარება შვედეთის მტრებისათვის. დამყარებული მშვიდობით შვედეთმა შეძლო 9 წლის მანძილზე ომიდან გამოეთიშა თავისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, რამაც ზურგის უსაფრთხოებისა და ბალტიისპირეთში ჯარების გადასროლის საშუალება მისცა, რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Беспалов А. В. Северная война. Карл XII и шведская армия. Путь от Копенгагена до Переволочной. 1700—1709. — М: Рейтар, 1998.