ამსტერდამის ხელშეკრულება (1717)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამსტერდამის ხელშეკრულება — დაიდო 1717 წლის 15 აგვისტოს რუსეთს, საფრანგეთსა და პრუსიას შორის, როდესაც ჩრდილოეთის ომის დასასრული უკვე განსაზღვრული იყო. მხარეები შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. მათ შორის, საფრანგეთი თანახმა იყო მიეღო რუსეთ-შვედეთის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკება და უარი თქვა შვედეთთან კავშირზე.

რუსეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პეტრე შაფიროვმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]