ჰანა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰანა

ფილმის გერმანულენოვანი ლოგო
ინგლ. Hanna
ჟანრი მძაფრ-სიუჟტიანი
თრილერი
რეჟისორი ჯო რაიტი
პროდიუსერი

ლესლი ჰოლარენი
მარტი ადელსტეინი

სკოტ ნემსი
როლებში
კომპოზიტორი The Chemical Brothers
მწარმოებელი კომპანია

Holleran Company

Babelsberg Studio
დისტრიბუტორი

Focus Features (აშშ)
Universal Pictures (გაერთიანებული სამეფო / ირლანდია)

Sony Pictures Releasing (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი

8 აპრილი, 2011 (აშშ)
6 მაისი, 2011 (გაერთიანებული სამეფო)

26 მაისი, 2011 (გერმანია)
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

გერმანიის დროშა გერმანია
ენა ინგლისური
ფრანგული
გერმანული
ესპანური
მაროკოული არაბული
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 65.3 მილიონი აშშ დოლარი

ჰანა (ინგლ. Hanna) — 2011 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს სირშა რონანი. მთავარი პერსონაჟი არის ჩრდილოეთ ფინეთში გაზრდილი გოგონა, რომლის მამა არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსს ყოფილი ოპერატორი (ერიკ ბანა) და რომელიც თავის შვილს მკვლელად ზრდის. ქეით ბლანშეტი თამაშობს CIA- ის უფროსი აგენტის როლს, რომელიც ცდილობს, რომ იპოვოს გოგონა და მამა და დაიჭიროს. ფილმის საუნდტრეკი დაწერა The Chemical Brothers- მა.

ჰანას პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 2011 წლის აპრილში, ევროპაში კი 2011 წლის მაისში. ფილმმა კრიტიკოსთა მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო. რეცენზენტებმა შეაქეს რონაანისა და ბლანშეტის შესრულებები, ასევე მოქმედებათა თანმიმდევრობა და სცენარი.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის თანამწარმოებელი იყო ამერიკული ჰოლერანის კომპანია და გერმანული სტუდია ბაბელსბერგი, რომლებსაც ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა გერმანული კინო ფონდები და მთავარი დისტრიბუტორი, Focus Features. სწორედ ეს კომპანია ფლობს ფილმის საავტორო უფლებებს.

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის სიუჟეტი და სცენარი სეტ ლოხჰედმა დაწერა ვანკუვერის კინოსკოლაში სტუდენტობის დროს. [1] მან დაწერა ორიგინალი მოთხრობა და სცენარი, [2] რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაასრულა. მასში მცირეოდენი შესწორებები დევიდ ფარმა შეიტანა.[3]ფილმის თანამწარმოებელი იყო ამერიკული ჰოლერანის კომპანია და გერმანული სტუდია ბაბელსბერგი, რომლებსაც ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა გერმანული კინო ფონდები და მთავარი დისტრიბუტორი, Focus Features. სწორედ ეს კომპანია ფლობს ფილმის საავტორო უფლებებს.

დენი ბოილი და ალფონსო კუარონი, ფილმის თანარეჟისორები იყვნენ მანამ, სანამ ჯო რაიტი რეჟისორად არ დადასტურდებოდა.[4] ჯო რაიტი რეჟისორად რონანის რჩევის საშუალებით გახდა, რომელმაც პროდიუსერებს ურჩიათ რეჟისორად სწორედ რაიტი აერჩიათ.[5]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებების უდიდესი ნაწილი სტუდია ბაბელსბერგში, ბერლინში შედგა, მაგრამ გადასაღებ ადგილებს შორის იყო კიტჰაიარვის ტბა კუუსამოში, ფინეთში და გერმანიის მნიშვნელოვანი ადგილები: ბად ტიოლცი, მაგდებურგის წყლის ხიდი, კიოლბრანდბრიუკე და რეეპერბანი ჰამბურგში და ბერლინის ღისრშესანიშნაობები.[6] ასევე ელ-სუვაირა მაროკოში.[7] ფინეთში გადაღებების დროს, ტემპერატურა ზოგჯერ -33°C-მდე ეცემოდა, რაზეც რონანმა განაცხადა: „ფინეთმა გამოკვეთა ამბის ზღაპრული ასპექტები. ჩვენ სცენებს ვიღებდით გაყინულ ტბაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო თოვლით დაფარული ფიჭივს ხეებით”.[8]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსთა შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანამ მიიღო 71% -იანი შეფასება ვებგვერდ Rotten Tomatoes-ზე, 230 მიმოხილვის საფუძველზე და საშუალო ნიშანი აქვს 6.86 10-დან. საიტის კრიტიკულ კონსენსუსში ნათქვამია: „ფანტასტიკური შესრულებები და მკაფიო ქორეოგრაფიული მოქმედების თანმიმდევრობა ჰქმნის ამ უნიკალურ, მაგარ თრილერს შურისძიებაზე”.[9] Metacritic– ზე ფილმმა მიიღო 65 ქულა 100-დან, 40 კრიტიკოსის შედეგებზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს „ზოგადად ხელსაყრელ შეფასებებს“.[10] Variety-ს წარმომადგენელმა, ჯასტინ ჩანგმა განაცხადა, რომ ჰანა არის „გაბერილი დამუშავებული დევნითი თრილერი, რომელიც ენერგიით აღგავსებს პირველივე წუთებიდან და დასასრულს დაგადუმებს".[11] როჯერ ებერტმა ფილმს ოთხიდან სამი და ნახევარი ვარსკვლავი მისცა, რაზეც კომენტარი გააკეთა: „რაიტი აერთიანებს თავის ორ ჟანრს თანამედროვე ნაწარმოებებში".[12]

შემოსავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Hollywood Reporter-ის მიხედვით, ჰანა შემოსავლების მიხედვით შეერთებულ შტატებში მეორე იყო გამოსვლის კვირას, კურდღლების ამბოხების შემდეგ.[13] როდესაც ფილმის პრემიერა მორჩა 2011 წლის 7 ივლისს, ფილმის შემოსავალი იყო 40,3 მილიონი აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში და 25,1 მილიონი აშშ დოლარი სხვა ტერიტორიებზე, რაც საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, 65,3 მილიონი აშშ დოლარია.[14]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკის ალბომში შედის ბრიტანული დუეტის, The Chemical Brothers-ის ნაწარმოებები.

სერიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის მარტში დევიდ ფარმა გამოაცხადა, რომ ფილმის მიხედვით სერიალს გადაიღებდა.[15] 2017 წლის 23 მაისს Amazon- მა ოფიციალურად შეუკვეთა სერიალის წარმოება. პირველი ეპიზოდი ხელმისაწვდომი გახდა Amazon Video– ზე, მცირე ხნით, 2019 წლის 3 თებერვალს. რვა ეპიზოდისგან შემდგარი პირველი სეზონი სრულად გამოვიდა 2019 წლის 29 მარტს. 2019 წლის აპრილში Amazon- მა განაახლა სერიალი ახალ სეზონზე მუშაობა, რომლის პრემიერა შედგა 2020 წლის 3 ივლისს.[16] 2020 წლის ივლისში სერიალი განახლდა მესამე სეზონით.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Vancouver Sun, 7 April 2011: Vancouver Film School helped Seth Lochhead realize his ambition for big thriller Hanna დაარქივებული 28 May 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Re-linked 25 March 2014
  2. Vancouver Film School, 27 August 2007, Seth Lochhead blog: The Year of Living Famously დაარქივებული 11 April 2011 საიტზე Wayback Machine. Re-linked 25 March 2014
  3. Foucus Features: Hanna Re-linked 25 March 2014
  4. Weinberg, Scott. (17 November 2009) Joe Wright to Tackle Action With 'Hanna'. blog.moviefone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2011.
  5. Pilkington, Mark. (6 April 2011) Cineplex Movie Blog – Saoirse Ronan and Eric Bana talk Hanna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  6. Joe Wright Interview - Hanna and Anna Karenina (8 April 2011). ციტირების თარიღი: 30 September 2013.
  7. Raup, Jordan (15 February 2011). „New Images & First Clip From Joe Wright's 'Hanna'. The Film Stage. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
  8. Raup, Jordan (15 February 2011). „New Images & First Clip From Joe Wright's 'Hanna'. The Film Stage. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
  9. "Hanna (2011)". Rotten Tomatoes. Retrieved 31 August 2020.
  10. "Hanna Reviews". Metacritic. Retrieved 14 March 2016.
  11. . 30 March 2011 https://www.variety.com/review/VE1117944916/. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  12. Ebert, Roger (7 April 2011). „Hanna“. Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: 8 April 2011.
  13. Kilday, Gregg (11 April 2011). 'Hanna' Edges Out 'Arthur' for No. 2 Box Office Spot“. The Hollywood Reporter.
  14. Hanna (2011). The Numbers. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  15. Jagernauth, Kevin. TV Series Based On Joe Wright's 'Hanna' In The Works (10 March 2017). ციტირების თარიღი: 10 March 2017.
  16. Sandberg, Bryn. Amazon Orders 'Hanna' TV Adaptation to Series (23 May 2017). ციტირების თარიღი: 31 May 2017.
  17. Iannucci, Rebecca. Hanna Renewed for Season 3 (July 13, 2020). ციტირების თარიღი: July 13, 2020.