შინაარსზე გადასვლა

სირშა რონანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირშა რონანი
დაბადების სახელი სირშა უნა რონანი[1]
დაბადების თარიღი 12 აპრილი 1994[2]
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
 ირლანდიის რესპუბლიკა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003-დღემდე
საიტი saoirse-ronan.org

სირშა რონანი (ინგლ. Saoirse Una Ronan; დ. 12 აპრილი 1994, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელ-ირლანდიელი მსახიობი.[3][4] მიღებული აქვს ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.

სირშა რონანი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, მონიკა და პოლ რონანების ოჯახში, რომლებიც იმ დროს ნიუ-იორკში სახლობდნენ. იგი ოჯახში ერთადერთი შვილია. ამჟამად განათლებას იღებს საშინაო სკოლაში და კარლოუს საგრაფოში ცხოვრობს.

თავდაპირველად სირშა მონაწილეობას იღებდა სერიალებში, როგორებიცაა „კლინიკა“ და „დამტკიცება“. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კინოში მიიღო 2007 წელს ჯო რაიტის ფილმში „მონანიება“. 2009 წელს გადაიღეს ფილმში „საყვარელი ძვლები“, სადაც ითამაშა 14 წლის მოზარდი გოგონას როლი, რომელიც მანიაკმა შეიტყუა განცალკევებულ ადგილას და შემდეგ მოკლა.

2010 წელს როლი მიიღო ფილმში „გზა შინისაკენ“, სადაც მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე გახდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები კოლინ ფარელი და ედ ჰარისი. 2011 წელს ჯო რაიტმა გადაღებებზე კვლავ სირშა რონანი მიიწვია, ამჯერად ფილმისთვის „ჰანა: სრულყოფილი იარაღი“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2003–2004 ს კლინიკა The Clinic რიანონ ჯერათი
2005 ს დამტკიცება Proofორლა კელი
2007ფ ჯონათან ტუმის სააღდგომო სასწაული The Christmas Miracle of Jonathan Toomeyსელია ჰარდვიკი
2007ფ მონანიება Atonementბრაიონი ტალისი
2007ფ შენი არასდროს ვიქნები I Could Never Be Your Womanიზი
2008ფ სასიკვდილო ნომერი Death Defying Actsბენჯი
2008ფ ქალაქი ემბერი City of Emberლინა მეიფლიტი
2009ფ საყვარელი ძვლები The Lovely Bonesსუზი სალმონი
2010ფ გზა შინისაკენ The Way Backირენა
2010ფ არიეტი Arriettyარიეტი
2011ფ ჰანა: სრულყოფილი იარაღი Hannaჰანა
2011ფ ვიოლეტა და დეიზი Violet and Daisyდეიზი
2014ფ სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი The Grand Budapest Hotel აგატა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-23. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
  2. ↑ Peter Debruge. (4 October 2007) Saoirse Ronan. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 13 December 2008.
  3. ↑ Xan Brooks (23 January 2010). „Saoirse Ronan: A name to reckon with“. The Guardian (Interview). ციტატა: „'You actually say it ­'Sairsha'...But you can also say it ­Sersha, or Seersha – both are OK.'“ soft hyphen character არის |quote=-ში №22 პოზიციაზე (დახმარება) But see also the following ref for variant pronunciations.
  4. ↑ Bernadette McNulty (16 February 2010 [print version: 13 February]). „Saoirse Ronan interview for The Lovely Bones: Bafta-nominated Saoirse Ronan, 15, talks about her moving role in 'The Lovely Bones.' [print version: Girl with heaven in her eyes]“. The Daily Telegraph (Review). p. R9. ციტატა: „[S]he was named after a figure in a painting bought by her aunt from a Maze prisoner, which now hangs on her own bedroom wall. Saoirse (pronounced Sir-sha) is the Gaelic word for 'freedom'.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) See also inogolo:pronunciation of Saoirse Ronan დაარქივებული 2016-10-12 საიტზე Wayback Machine. .