სოლისტი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოლისტი
ინგლ. The Soloist
ჟანრი დრამა
რეჟისორი ჯო რაიტი
პროდიუსერი

გარი ფოსტერი

რუს კრასნოფი
როლებში
კომპოზიტორი დარიო მარიანელი
მწარმოებელი კომპანია

DreamWorks Pictures Universal Pictures StudioCanal Participant Media

Working Title Films
დისტრიბუტორი

Paramount Pictures (ჩრდილოეთი ამერიკა)

Universal Pictures (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი

24 აპრილი, 2009 (აშშ)

11 სექტემბერი, 2009 (გაერთიანებული სამეფო
ხანგრძლივობა 117 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 60 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 38.3 მილიონი აშშ დოლარი

სოლისტი (ინგლ. The Soloist) — 2009 წლის დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი. ფილმში მთავარ როლებში მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში 2009 წლის 24 აპრილს[1] და DVD-სა და Blu-ray-ზე 5 აგვისტოს.

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი დაფუძნებულია ნათანაელ აიერსის ნამდვილ ისტორიაზე, მუსიკოსის ბიოგრაფიაზე, რომელსაც შიზოფრენია დაემართა და უსახლკაროდ დარჩა. სუსანა გრანტის სცენარი დაფუძნებულია სტივ ლოპესის წიგნზე, სოლისტი. ლოპესი (დაუნი), Los Angeles Times- ის ჟურნალისტი, აღმოაჩენს და წერს აიერსის (ფოქსი) ჩელოს ჟღერადობას, რომელიც შიზოფრენიის განვითარების შემდეგ, ქუჩებში ცხოვრობს.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმი ფოქსი - ნათანაელ აიერსი
  • რობერტ დაუნი უმცროსი - სტივ ლოპესი
  • ქათრინ კინერი - მერი ვესტონი
  • ტომ ჰოლანდირი - გრემ კლეიდონი
  • ლიზა გეი ჰამილტონი - ჯენიფერი
  • ნელსან ელისი - დევიდ კარტერი
  • რეიჩელ ჰარისი - ლესლი ბლუმი
  • სტივენ როუტი - კურტ რეინოლდსი
  • ლორაინ ტუშეტი - ფლო აიერსი
  • ჯასტინ მარტინი - ახალგაზრდა ნათანაელ აიერსი
  • ოქტავია სპენსერი - პრობლემური ქალი

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლისტი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი, და სცენარის ავტორი სუსანა გრანტი, დაფუძნებულია სერიაზე,[2] რომელიც დაწერა Los Angeles Times- ის ჟურნალისტმა სტივ ლოპესმა. ფილმი ნაზიტანელ ეიერს უმცროსის ისტორიაა, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული მუსიკოსია. ეს ისტორია საბოლოოდ გაერთიანდა ლოპესის წიგნში სახელწოდებით „სოლისტი“,[3]  რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის გაზაფხულზე.[4] ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარი იყო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე რაიტის წინა ფილმის, მონანიების ბიუჯეტი.[5] ფილმის წარმოება დაიწყო 2008 წლის იანვარში და გადაღებები ძირითადად შედგა ლოს-ანჯელესში.[6] ზოგიერთი სცენა გადაღებულია კლივლენდში.

ფილმის გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის რეჟისორი ჯო რაიტი

პრემიერის შაბათ კვირას, ფილმი ჩარტებში მეოთხე ადგილზე იყო და გამოიმუშავა 9 715 000 აშშ დოლარი 2 024 კინოთეატრში (საშუალოდ თეატრში 4800 დოლარი). [7] ფილმმა თავისი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარი გამოიმუშავა, რაც 31 720 158 აშშ დოლარს შეადგენს. მცირე შემოსავლის მიზეზი იყო ფილმის პრემიერის გადადება[1] და ის, რომ სოლისტი 2009 წლის ზაფხულის კინოს სეზონამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა.

კრიტიკოსთა გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes– ზე ფილმის მაჩვენებელია 57%, 205 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო საშუალო ქულა 5,95 10-დან. საიტის კონსენსუსში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოირჩევა ძირითადი პესონაჟების მძლავრი შესრულებით, თხრობის ფოკუსის ნაკლებობა ფილმის მაჩვენებელს ადაბლებს.“[8] Metacritic– ზე ფილმის საშუალო ქულაა 61 100 – დან, რომელიც ეფუძნება 33 კრიტიკოსის შეფასებებს, რაც მიუთითებს „ზოგადად ხელსაყრელ მიმოხილვებს“. [9] CinemaScore-ზე, სადაც ფილმებს მაყურებლები აფასებდნენ, ფილმმა მიიღო B+ შეფასება A-დან F მაჩვენებლამდე.[10]

შემფასებლები ზოგადად აქებენ რობერტ დაუნ უმცროსისა და ჯეიმი ფოქსის შესრულებებს, მაგრამ კომენტარს აკეთებენ ფილმის ნაკლებ თხრობით კონცენტრაციაზე.[11] ბევრმა ჩათვალა, რომ პროექტი რაიტისთვის ცოტა „შეუსაბამობა" იყო და თვლიდნენ, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმი დღემდე. მას სოლისტამდე ისეთი ფიმები აქვს შექმნილი, როგორიცაა „სიამაყე და ცრურწმენა" და „მონანიება.

hicago Sun-Times- ის წარმომადგენელმა, როჯერ ებერტმა დაწერა: „სოლისტს აქვს დრამის ყველა ელემენტი, გარდა რაღაც კულმინაციისა. ამბავი მიმზიდველია, მსახიობები კარგად ასრულებენ, მაგრამ მე არასოდეს ვიყავი დარწმუნებული, თუ რა სურდათ ეჩვენებინათ კინემატოგრაფებსს ამ ფილმის შექმნით.”[12]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლისტის საუნდტრეკი გამოიცა 2009 წლის 21 აპრილს. ფილმის კომპოზიტორი იყო დარიო მარიანელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Thompson, Anne (2008-10-19). „Wright's 'Soloist' won't play holiday“. Variety.
  2. „Steve Lopez on Nathaniel Anthony Ayers“. Los Angeles Times.
  3. Fleming, Michael (2007-08-16). „Jamie Foxx tunes up for 'Soloist'. Variety. ციტირების თარიღი: 2008-02-07.
  4. Fleming, Michael (2007-08-27). „Downey Jr. joins Wright's 'Soloist'. Variety. ციტირების თარიღი: June 10, 2020.
  5. Atonement director shocked by big Hollywood budget“. World Entertainment News Network. 2008-01-14.
  6. Fleming, Michael (2007-08-16). „Jamie Foxx tunes up for 'Soloist'. Variety. ციტირების თარიღი: 2008-02-07.
  7. Weekend Box Office Results for April 24–26, 2009. Box Office Mojo.
  8. The Soloist. Fandango Media. ციტირების თარიღი: June 10, 2020
  9. Soloist, The (2009): Reviews. CBS Interactive. ციტირების თარიღი: June 10, 2020
  10. SOLOIST, THE (2009) B+.
  11. The Soloist.
  12. Ebert, Roger. The Soloist movie review & film summary (2009).