ანა კარენინა (2012 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ანა კარენინა“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ჯო რაიტი
პროდიუსერი ტიმ ბევანი, ერიკ ფელნერი, პოლ ვებსტერი
სცენარის ავტორი ტომ სტოპარდი
ნაწარმოები ანა კარენინა
ლევ ტოლსტოი
როლებში კირა ნაიტლი, ჯუდ ლოუ
მუსიკა დარიო მარიანელი
ოპერატორი სიმუს მაკგარვი
მონტაჟი მელანი ენ ოლივერი
მხატვარი სარა გრინვუდი, კეტი სპენსერი
სტუდია Working Title Films
დისტრიბუტორი Universal Pictures, Focus Features
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 2012
ხანგრძლივობა 130 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი £31 მლნ
შემოსავალი $68 929 150

ანა კარენინა (ინგლ. Anna Karenina) — ლევ ტოლსტოის ცნობილი რომანის, „ანა კარენინას“ 2012 წლის ეკრანიზაცია. ის აღწერს რუსი არისტოკრატი ქალის, ანა კარენინას ტრაგედიას. ეს ცნობილი რომანის რიგით 21–ე ეკრანიზაციაა.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Guardian–ის“ შეფასებით, „ანა კარენინა“ ნამდვილად არ არის ცალსახად დიდი წარმატება, თუმცა გაბედული და შემოქმედებითი ეკრანიზაციაა.[1] პიტერ ტრავერსმა „Rolling Stones-დან“ მოიწონა ნაიტლის შესრულება: „ეს ისტორია ბევრჯერ გადაუღიათ, თუმცა არც ერთი ეკრანიზაცია არ ყოფილა ეროტიზმით ასე დატვირთული”.[2]

„Chicago Tribune-ის“ აზრით ფილმს კონცეპტუალურად ნაკლები მსგავსება აქვს ლევ ტოლსტოის რომანთან.[3] „Chicagoreader-ში“ დაიწერა, რომ „ტოლსტოის ღრმა, შინაგანი თხრობის გარეშე ანა კარენინა უბრალოდ საპნის ოპერაა. რეჟისორმა ჯო რაიტმა რატომღაც გადაწყვიტა ამ პრობლემისთვის მიზანმიმართული მყვირალა სანახაობრიობაც დაერთო“[4] ფილმი დაიწუნეს ზედაპირულ და მყვირალა სანახაობრიობიობის გამო[4][5][6]

კიდევ უფრო რადიკალური შეფასება ჰქონდა „New York Observer-ის“ კრიტიკოსი რექს რიდს, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაიტლის სილამაზე ერ იხსნის ფილმის უგემურ სცენარს: „ჯეიმზ ჯოისმა ერთხელ დაწერა, რომ ტოლსტოი არასდროს ყოფილა პირქუში, ჩლუნგი, დაღლილი, პედანტური ან თეატრალური. მან შესაძლოა აზრი შეიცვალოს, თუ ახალ ანა კარენინას” ნახავს“.[7]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ანა კარენინა“ ოსკარის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის მუსიკის, ოპერატურის, კოსტუმების დიზაინისაა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში. ფილმმა მიიღო საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anna Karenina – review
  2. Anna Karenina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-03. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
  3. Joe Wright's version of Tolstoy classic 'Anna Karenina' a hit-or-miss proposition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
  4. 4.0 4.1 Anna Karenina
  5. An affair takes center stage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2014-07-12.
  6. Movie review: ‘Anna Karenina’
  7. Corpse Bride: Knightley’s Beauty Can’t Save Anna Karenina’s Stale Script