კვირიკე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „კვირიკე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კვირიკე.
კვირიკე III
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 1014
მმართ. დასასრული: 1037
წინამორბედი: დავითი
მემკვიდრე: გაგიკი
გარდ. თარიღი: 1037
შვილები: ელენე

კვირიკე IIIკახეთ-ჰერეთის მეფე 1010/1014-1037 წლებში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირიკე III-ს მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).

საფლავის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 23 აგვისტოს კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში აღმოაჩინეს „რანთა და კახთა მეფის“ საფლავი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ ეს საფლავი ეკუთვნის კახეთის მეფე კვირიკე III-ს[1].

ინფორმაცია საფლავის აღმოჩენის შესახებ საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრმა ზვიად სეხნიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, აღმოაჩინეს XI საუკუნის საფლავი, სადაც წარწერის მიხედვით განისვენებს "რანთა და კახთა მეფე..."[2].

თუმცა როგორც კულტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სოფელ კალაურის ტაძარში ნაპოვნი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დავითი
კახეთის ქორეპისკოპოსი
1014 - 1037
შემდეგი:
გაგიკი