აეკი ლარნაკა (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
სრული სახელი | Αθλητική Ένωση Κίτιον | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | Κιτρινοπράσινοι (ყვითელ-მწვანეები), Φρουροί (მეომრები) | ||
დაარსდა | 1994 | ||
სტადიონი |
გსზ ლარნაკა, კვიპროსი (ტევადობა: 13,032) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() ![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | კვიპროსის პირველი დივიზიონი | ||
2023-24 | მე-2 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
აეკი ლარნაკა (ბერძ. Αθλητική Έvωση Κιτίου Λάρνακας) — კვიპროსის საფეხბურთო კლუბი, დაარსდა ქალაქ ლარნაკაში, ასპარეზობს კვიპროსის პირველ დივიზიონში. ჩამოყალიბდა 1994 წელს, ლარნაკას 2 კლუბის, „ეპას“ და „პეზოპორიკოსის“ შერწყმის შედეგად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს, კლუბმა კვიპროსის თასის ფინალში ლიმასოლის „აელის“ დამარცხების შემდეგ (2-1) მოიპოვა პირველი და ტიტული. „აეკმა“ კიდევ 3-ჯერ შეძლო თასის ფინალში გასვლა, ორ შემთხვევაში „აპოელთან“ დამარცხდა, 1996 წელს 2-0 დამატებით დროში და 2006 წელს, 3-2. 2018 წელს კვლავ დაეუფლა თასს. კლუბი ჩამოყალიბდა ლარნაკას ორი წარმატებული კლუბის შერწყმის შედეგად, კვიპროსის 3-გზის ჩემპიონის, თასის 5-გზის მფლობელი „ეპას“ და კვიპროსის 2-გზის ჩემპიონი „პეზოპორიკოსის“, რომელიც მხოლოდ 1-ხელ გახდა თასის მფლობელი. კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2011-12 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მას შემდეგ, რაც დაამარცხა მალტის „ფლორიანა“, ჩეხური „მლადა ბოლესლავი“ და ტრონჰეიმის „რუსენბორგი“.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვიპროსის ჩემპიონატი:
- ფინალისტი (6): 2014–15, 2015–16, 2016–17, 2018–19, 2021–22, 2023–24
- კვიპროსის თასი:
- გამარჯვებული (1): 2003–04, 2017–18
- ფინალისტი (2): 1995–96, 2005–06
- კვიპროსის სუპერთასი:
- გამარჯვებული (1): 2018
- ფინალისტი (2): 1996, 2004
ევროთასებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ტურნირი | ეტაპი | კლუბი | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
1996–97 | თასების მფლობელთა თასი | საკვალიფიკაციო ეტაპი | ![]() |
5–0 | 0–1 | 5–1 |
პირველი ეტაპი | ![]() |
0–0 | 0–2 | 0–2 | ||
2004–05 | უეფა-ს თასი | მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | ![]() |
3–0 | 0–4 | 3–4 |
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | ![]() |
1–0 | 8–0 | 9–0 |
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი | ![]() |
3–0 | 2–2 | 5–2 | ||
პლეი-ოფი | ![]() |
2–1 | 0–0 | 2–1 | ||
ჯგუფური ეტაპი (J) | ![]() |
2–1 | 0–1 | მე-4 ადგილი | ||
![]() |
1–1 | 1–3 | ||||
![]() |
0–5 | 0–0 |
მთავარი მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტავრო პაპადოპულოსი
ანდრეას მუსკალისი (1994)
პეტროს რავუსისი (1998—1999)
რადმილო ივანევიჩი (2001—2002)
დუშან მიტოსევიჩი
მიხალის ჰაჯიპირისი (2002—2003)
ნიკოს ანდრონიკუ (2003)
ანდრეას მუსკალისი (2003—2004)
ნეოფიტოს ლარკუ (2004)
ნიკოლაი კოსტოვი (2004—2005)
მირიოს კონსტანტინუ (2005—2007)
ნირ კლინგერი (2007—2008)
მაკის კაცავაკისი (2008—2008)
ლუის სტეფანი (2008)
ხრისტოს კასიანოსი (2009)
სავას კონსტანტინუ (2009—2009)
ანდრეას მიხაელიდესი (2009—2010)
ტონ კანენი (2010—2011)
ლეონ ფლემინგსი (2011—2012)
რან ბენ შიმონი (2012—2013)
დიმიტრიოს ელეფტეროპულოსი (2013—2014)
ფლოროს ნიკოლაუ (2014)
ტომას კრისტიანსენი (2014—)