რეუს დეპორტიუ (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეუს დეპორტიუ
რეუს დეპორტიუს ლოგო.png
სრული სახელი Club de Futbol Reus Deportiu, S.A.D.
მეტსახელი მექანიკური თხილი (ესპ. La avellana mecánica)[1]
დაარსდა 1909; 110 წლის წინ (1909)
სტადიონი კამპ ნოუ მუნისიპალი
რეუსი, კატალონია
(ტევადობა: 4,700 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხავიერ ლასტარი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ნაჩლო გონსალესი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 1-ლი ადგილი სეგუნდა ბ-ში (ჯგუფი III) (აღზევდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„რეუს დეპორტიუ“ (ესპ. Club de Futbol Reus Deportiu) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1909 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ რეუსში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ კამპ ნოუ მუნისიპალზე, რომელიც 4 700 მაყურებელს იტევს.

პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში კლუბს მონაწილეობა არასდროს მიუღია. სეგუნდა დივიზიონში პირველად აღზევდა 2016 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1909 წლის 23 ნოემბერს, „რეუს სპორტ კლუბის“ დაშლის შედეგად. 1917 წლის 29 სექტემბერს კლუბი შეერწყა „ველოსიპედისტას“ და „ოლიმპიას“, შედეგად გახდა მულტი-სპორტული კლუბი „რეუს დეპორტიუ“.

1951 წელს კლუბი დაიყო 2 დამოუკიდებელ ნაწილად, ერთი ნაწილი არის „საფეხბურთო კლუბი რეუს დეპორტიუ“, მეორე სექცია კი ჰოკეის დაეთმო.[2]

სეგუნდა დივიზიონ ბ-ში გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, 2015 წელს, „რეუს დეპორტიუმ“ სცადა სეგუნდა დივიზიონში აღზევება. ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ, აღსაზევებელი პლეი-ოფის მე-2 ეტაპზე დამარცხდა ფეროლის „რასინგთან“.

2015 წელს, კლუბმა შეძლო ესპანეთის თასის 1/32 ეტაპზე გასვლა, სადაც „ატლეტიკო მადრიდთან“ დამარცხდა. ამ სეზონში „რეუსმა“ ასევე ითამაშა სეგუნდაში აღსაზევებელ პლეი-ოფში, ამჯერად შეძლო მეტოქის, სანტადერის „რასინგის“ დამარცხება, გასვლაზე 3-0 გამარჯვების შემდეგ, საშინაო მატჩშიც მოიგო, ანგარიშით 1-0 და ისტორიაში პირველად აღზევდა მეორე დივიზიონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reus, la avellana mecánica, reta al Atlético es. Sportyou (25 ნოემბერი, 2015). წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი, 2016.
  2. Història del CF Reus Deportiu ca. CF Reus Deportiu. წაკითხვის თარიღი: 24 მაისი, 2016.