ხარსიანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარსიანონი (ბერძნ. Χαρσιανόν) —  ბიზანტიის ციხესიმაგრის და შესაბამისად სამხედრო პროვინციის სახელი. თემი მდებარეობდა კაპადოკიის რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. პირველად მისი ცენტრი ხარსიანონის ციხესიმაგრე, შემდგომ კი კაისერი გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარსიანონის ციხესიმაგრე (ბერძნ. Χαρσιανόν κάστρον, Charsianon kastron; არაბ. Qal'e-i Ḥarsanōs‎‎), პირველად მოხსენიებულია 638 წელს, არაბთა დაპყრობების პირველ პერიოდში. არაბებმა ციხესიმაგრე პირველად 730 წელს დაიპყრეს და ის არაბეთსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირების ეპიცენტრად დარჩა[1]. IX საუკუნეში ციხესიმაგრე ბიზანტიის სასაზღვრო ოლქი გახდა. დაახლოებით 863-873 წლებში, რეგიონმა მიიღო თემის სტატუსი. ის იყო შემოსაზღვრული ბუკელარიონის, არმენიაკონის და კაპადოკიის თემებით[1][2]. თემს მართავდა სტრატეგოსი. არაბული წყაროების მიხედვით, თემი ითვლიდა 4 000 სამხედროს და 4 ციხესიმაგრეს[1].

X საუკუნეში, ხარსიანონი გახდა მთავარი დასაყრდენი ცენტრი სამხედრო არისტოკრატიისთვის, ის  არგიროსების და მალეიონოსების საგვარეულო სახლს წარმოადგენდა. 1045 წელს,  დიდი რაოდენობით სომხები, მათ შორის ყოფილი მეფე, გაგიკ II (მეფობდა 1042-1045 წწ.), შეიფარეს და ჩამოასახლეს  რეგიონში. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგეგ, თემი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და ის დანიშმენდიდებს გადასცეს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]