არმენიაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიზანტიის თემები მცირე აზიაში, დაახლოებით 842 წელი.

არმენიაკონის თემი (ბერძ. θέμα Κολωνείας) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია, მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმენიაკონის თემი ჩამოყალიბდა VII საუკუნის შუა ხანებში, მცირე სომხეთის ტერიტორიაზე. პირველი ცალსახა მინიშნება თემის შესახებ, ლიტერატურულ წყაროებში გენერალ საბორიოს აჯანყების პერიოდში გვხვდება (667-668)[1]. შემდგომში ის მოხსენიებულია 717-718[2] წლებში. თემის შექმნა დაკავშირებულია აღმოსავლეთ რომის არმიასთან, რომლებიცარაბეთის დაპყრობების პირველ დარტყმას გადაურჩნენ, ეს პროცესი შესაძლოა 640 წელს დასრულდა[3]. ამრიგად, არმენიის (არმენიაკები) სამხედრო დანაყოფის მაგისტრი გადაყვანილი იქნა დასავლეთით: პონტო, პაფლაგონია და კაპადოკიაში, რითიც რეგიონმა მიიღო სამხედრო დანაყოფის სახელი.[4]

თემის დედაქალაქი მდებარეობდა ამასიაში, და ის იმართებოდა სტრატეგოსის მიერ, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგოსად ანატოლიის და თრაკიის სტრატეგოსებთან ერთად. IX საუკუნეში თემი ითვლიდა 9,000 მეომარს და 17 ციხესიმაგრეს. თემის ზომამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ, განაპირობა თემის გამგებლის სიძლიერე. თემის სამხედრო დანაყოფებმა VIII საუკუნეში რამდენიმე აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე IX საუკუნეში ის დაიშალა უფრო მცირე ერთეულებად, რითიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა ხარსიანონის და კაპადოკიის თემები. სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთან ერთად, დაახლოებით 819 წელს, არმენიაკონს, პაფლაგონიის და ხალდიის სანაპირო თემებიც გამოეყო, რასაც შემდგომ მოჰყვა კოლონეია, რის შედეგადაც არმენიაკის თემის ფარგლებში მხოლოდ დასავლეთ პონტოს ტერიტორია დარჩა.[5] 

XI საუკუნის მეორე ნახევრამდე, თემი ბიზანტიის ხელში რჩებოდა. 1073 წელს, მანასკერტის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ფრანკთა დაქირავებულმა არმიამ, რუსელ დე ბაილეულის მეთაურობით დაიკავა და რამდენიმე თვე მართავდა რეგიონს, მანამ სანამ გენერალმა ალექსი კომნენოსმა[6] რეგიონზე არ აღადგინა ბიზანტიის უფლებამოსილება. ცოტა ხნის შემდგომ რეგიონი, თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. კომნენოსებმა მოახერხეს სანაპირო ტერიტორიის დაბრუნება, მაგრამ არმენიაკონის თემის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kazhdan 1991.
  2. Ragia 2009: "The inscriptions on the seals of the warehouses in the beginning of the 8th c. took the following forms: "the warehouse of Koloneia and Kamacha" (702-704), "of Koloneia, Kamacha and Armenia IV" (713-715), which finally became "of Koloneia and all the provinces of the Christ-loving Armeniakon" (717/8)." [Ragia, in footnote #78, is citing McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, No. 65.1, 74.4, 22.27.]
  3. Haldon 1997.
  4. Haldon 1999.
  5. Kazhdan 1991; Treadgold 1995.
  6. Haldon 1999.