წაბლისფერი ლივლივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წაბლისფერი ლივლივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  წაბლისფერი ლივლივა
ლათინური სახელი
Amanita fulva (Schaeff.) Fr. (1815)

წაბლისფერი ლივლივა (ლათ. Amanita fulva) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.

საჭმელი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.[1] იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus fulvus.[2] ამანიტას გვარში გადატანილი იქნა ელიას მაგნუს ფრისის მიერ 1815 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 4-8 (10) სმ. გლუვი, ოდნავ ლორწოვანი, ოქროსფერ-ყავისფერი, ხშირად მუქი ლაქებით ცენტრში. ნორჩობაში ზარისებრი ან ამოზნექილი, შემდგომში გაშლილი გამოხატული ბორცვაკით ცენტრში, ზოლიანი კიდეებით. ქუდის ზედაპირზე არსებული საერთო საბურველის ნარჩენები ასაკთან ერთად ქვრება.

კიდეების რბილობი თხელი, ცენტრში უფრო ხორციანი, რბილი, წყალწყალა, მოთეთრო, განსაკუთრებული სუნის გარეშე და სუსტი მოტკბო გემოთი.[4]

ფეხის სიგრძე — 8-14 სმ, სისქეში — 1,5 სმ-მდე, მყიფე, ძირში გამსხვილებული, ზევით შევიწროებული. მოთეთრო ან მოთეთრო-ყავისფერი, გლუვი, იშვიათად წვრილი ქეჩისებრი ქერცლებით, საყელოს გარეშე. ჩამჯდარია პარკისებურ, ნახევრად თავისუფალ თეთრ ან მკრთალწითურ ვოლვაში.[5]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, ხშირი, თეთრი ან კრემისფერი.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — 9-12,5 მკმ, მომრგვალებული, გლუვი. ბაზიდიუმი — გურზისებრი, ოთხსპორიანი, თხელკედლიანი — 45-65×5-15 მკმ, ფირფიტების ტრამა — ბილატერალური, ტრამის ჰიფები — ცილინდრული, დიამეტრი — 2-8 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკორიზას ქმნის არყთან, ფიჭვთან, ნაძვთან, წიფელთან და მუხასთან. იზრდება წოწვოვან და შერეულ ტყეებში მჟავე ნიადაგზე, ხშირად ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებში, ერთეულებად ან ჯგუფებად. გვხვდება სტეპის ზონაშიც.

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყლებში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, იაპონიას, შორეულ აღმოსავლეთსა (პრიმორიეს მხარე, სახალინი, კამჩატკა) და ჩრდილოეთ აფრიკას (ალჟირი, მაროკო).

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა.[4] ახასიათებს სასიამოვნო სუნი, თუმცა თხელი და მყიფე ქუდის გამო მესოკოვეთა შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. წაბლისფერი ლივლივა, როგორც ყველა ამ გვარის წარმომადგენელი, უმად მიღების შემდეგ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით შეიცავს ერითროციტების დამშლელ ნივთიერებებს, ჰემოლიზინებს, რომლებიც იშლებიან 70 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.[6] ამიტომაც, მოხმარებამდე აუცილებელია მისი თერმულად დამუშავება.

ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს, რომ თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს რამდენიმე სახეობის შხამიან სოკოს.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  2. Jacob Christian Schäffer: Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones. Band 4. Regensburg 1774, S. 41, Tafel 95 (ლათინური).
  3. Elias Magnus Fries: Observationes mycologicae. praecipue ad illustrandam floram Suecicam. Band 2. Gerhardi Bonnieri, Hafniae 1818, S. 248 (ლათინური).
  4. 4.0 4.1 Pavol Škubla. Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1. 
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 134, ISBN 99940-856-1-1.
  6. Dietmar Winterstein: „Hämolysine in Pilzen - Attacken auf die roten Blutkörperchen”, în: Karin Montag (ed.): „Der Tintling – Die Pilzzeitung”. nr. 22, 2000, p. 10-25
  7. Rogers Mudhrooms en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 2013-09-04.