Amanita ceciliae

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amanita ceciliae

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amanita ceciliae (Berk. & Br.) Bas, 1983

Amanita ceciliae — სოკოს სახეობა ამანიტასებრთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე დაფიქსირებულია აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება. საკვებად გამოიყენება თერმულად დამუშავების შემდეგ, ახალი. იზრდება ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერეს ბრიტანელმა მიკოლოგებმა მაილზ ჯოზეფ ბერკლიმ და კრისტოფერ ედმუნდ ბრუმმა 1854 წელს როგორც Agaricus ceciliae.[1] სოკოს სახელი ეწოდა ჯოზეფ ბერკლის მეუღლის, სისილია ბერკლის საპატივცემულოდ. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა კორნელის ბასმა 1984 წელს.[2][3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus ceciliae Berk. & Br., 1854basionym
  • Amanitopsis ceciliae (Berk. & Br.) Wasser 1992
  • Amanita inaurata Secr. ex Gill., 1874
  • Amanitopsis inaurata (Secr. ex Gill.) Fay., 1889
  • Amanita vaginata var. inaurata (Secr. ex Gill.) Sacc., 1915

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის — დიამეტრი — 8-20 სმ, თავიდან ზარისებრი ან ნახევრად მომრგვალო, შემდგომში ბრტყლად ამოზნექილი, ბორცვაკით ცენტრში, კიდეები ამობურცულზოლიანი. მურა წითელ-ყავისფრამდე, ცენტრში უფრო მუქი.

რბილობი — ქუდის ცენტრში სქელხორციანი, კიდეებისკენ თხელი, თეთრი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, განსაკუთრებული სუნის გარეშე და მოტკბო გემოთი.[4]

ფეხის სიგრძე — 10-20 სმ, სისქე — 2-3,5 სმ, ცილინდრული, ძირისკენ ოდნავ გაფართოებული, მოგვიანებით ნაღრუვალი. ზედაპირი მონაცრისფრო, დაფარულია ნაცრისფერი ქერცლებით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი, ხშირი, თეთრი, ამობურცულზოლიანი კიდეებით. ასაკთან ერთად მურა ფერს იღებს.

საბურველის ნარჩენები: ახასიათებს ნათლად გამოხატული ნაცრისფერი, ტომრისებრი ვოლვა; საყელოს გარეშე. ქუდზე აქვს ნარჩენები, სქელი ნაცრისფერი მეჭეჭებიანი ფიფქების სახით, რომელიც დროთა განმავლობაში შავდება. ზოგჯერ ფიფქები სწრაფად ქვრება.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 11,5-14 მკმ, მომრგვალო, გლუვი. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, 65-85×5-20 მკმ, გურზისებრი, თხელკედლიანი, ფირფიტების ტრამა ბილატერალური.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან ჯგუფებად. ევროპაში ფართოდ გავრცელებული სახეობაა, თუმცა იშვიათად გვხვდება. [5] მიკორიზას ქმნის რცხილასთან, მუხასთან, წიფელთან, არყთან, ფიჭვთან, სოჭთან, ნაძვთან და კედართან. უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ ან კირიან ნიადაგს.[6]

ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება აშშ-სა და მექსიკაში.[7] სოკო აგრეთვე დაფიქსირებულია აზიაში, კერძოდ, იაპონიაში,[8] ირანსა[9] და აზად-ქაშმირში.[10] ზოგიერთი მეცნიერი, ჩრდილოეთ ამერიკულ სახეობას დამოუკიდებელ სახეობად განიხილავს.[11]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროთითად საჭმელ სოკოდ ითვლება. საკვებად გამოიყენება ახალი, თერმულად დამუშავების შემდეგ. ნედლი სოკო შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს მესოკოვეებს თავი შეიკავონ მისი ჭამისგან.[12][13][14][15]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вассер С. П., Флора грибов Украины. Аманитальные грибы / отв. ред. К. А. Каламээс, К.: «Наукова думка», 1992. — გვ. 144, ISBN 5-12-003226-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. M. J. Berkeley & C. E. Broome: „Notices of British fungi”, în: „Annals and Magazine of Natural History”, vol. 13, 1854, p. 396
  2. Jenkins, David T. (1986). Amanita of North America. Eureka: Mad River Press, გვ. 74–5. ISBN 0-916422-55-0. 
  3. Amanita ceciliae. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 21 October 2012
  4. Pala, Shauket Ahmed; Wani, Abdul Hamid; Mir, Riyaz Ahmad (2012). „Diversity of macrofungal genus Russula and Amanita in Hirpora Wildlife Sanctuary, Southern Kashmir Himalayas“. Biodiversitas. 13 (2): 65–71. doi:10.13057/biodiv/d130203. ISSN 2085-4722.
  5. Courtecuisse, Régis; Duhem, Bernard (1995). Mushrooms & Toadstools of Britain And Europe. London: Harper Collins. pp. 272–3. ISBN 0-00-220025-2.
  6. Fraiture, A. (1993). Les Amanitopsis d'Europe (in French). Jardin Botanique Nationale de Belgique. pp. 41–4. ISBN 90-72619-09-9. ISSN 0775-9592. OCLC 29368524.
  7. Villanueva-Jimenez, Emmanuel; Villegas-Rios, Margarita; Cifuentes-Blanco, Joaquin; León–Avendaño, Hugo (2006). "Diversidad del género Amanita en dos áreas con diferente condición silvícola en Ixtlán de Juárez, Oaxaca, México". Revista Mexicana de Biodiversidad (in Spanish). 77 (1): 17–22. ISSN 1870-3453.
  8. Neda, Hitoshi; Sato, Hiroki (2008). „List of agaricoid fungi reported from subtropical area of Japan“. Nippon Kingakukai Kaiho. 49 (1): 64–90. ISSN 0029-0289.
  9. Bahram, M; Asef, M. R.; Zarre, Sh.; Abbasi, M.; Reidl, S. (2006). „Addition to the knowledge of Amanita (Agaricales, Pluteaceae) from Iran“. Rostaniha. 7 (2): 107–19. ISSN 1608-4306.
  10. Gardezi, S. R. A; Ayub, N.; Khan, S. M. (2002). „Mushrooms of Kashmir III“. Pakistan Journal of Phytopathology. 14 (1): 23–31. ISSN 1019-763X.
  11. Kuo, Michael. (March 2006) Amanita ceciliae. MushroomExpert.Com Web site. ციტირების თარიღი: 2011-10-01
  12. Metzler, Susan (1992). Texas Mushrooms: A Field Guide, 1st, Austin: University of Texas Press, გვ. 70. ISBN 0-292-75125-7. 
  13. Phillips, Roger. Amanita ceciliae. Rogers Plants Ltd. ციტირების თარიღი: 2011-10-01
  14. Kibby, Geoffrey (1992). Mushrooms and Other Fungi. New York: Smithmark Publications, გვ. 87. ISBN 978-0-8317-6970-3. „Edible but best avoided.“ 
  15. Weber, Nancy S. (1985). A Field Guide To Southern Mushrooms. Ann Arbor: University of Michigan Press, გვ. 147. ISBN 978-0-317-13507-7. „Reported to be edible, but not recommended.“