იაკობ კრისტიან შეფერი
იაკობ კრისტიან შეფერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1718 |
დაბ. ადგილი | კვერფურტი[1] |
გარდ. თარიღი | 7 იანვარი, 1790[2] [3] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | რეგენსბურგი[1] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, ორნითოლოგი, ლეპიდოპტეროლოგი, თეოლოგი, მიკოლოგი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
იაკობ კრისტიან გოტლიბ შეფერი (გერმ. Jacob Christian Gottlieb Schäffer; დ. 30 მაისი, 1718, კვერფურტი — გ. 5 იანვარი 1790, რეგენსბურგი) — გერმანელი ორნითოლოგი, ენტომოლოგი, ბოტანიკოსი, მიკოლოგი და გამომგონებელი.[4] ვიტენბერგისა და ტუბინგენის უნივერსიტეტების პროფესორი.
ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი[5], საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1762).[6]
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Schaeff.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიაბადა 1718 წლის 30 მაისს კვერფურტში (საქსონია-ანჰალტი). 1736-1738 წლებში სწავლობდა ვიტენბერგის უნივერსიტეტში.[7] შემდგომში მასწავლებლად მოეწყო რეგენსბურგში.
1741 წელს გახდა პროფესორი. 1760 წელს, ვიტენბერგის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო 1763 წელს ტუბინგენის უნივერსიტეტში მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1779 წელს გახდა რეგენსბურგის პროტესტანტული სამრევლოს დეკანი და პასტორი.
1759 წელს გამოსცა ნაშრომი — „Erleichterte Artzney-Kräuterwissenschaft“,[8] რომელშიც განხილულია მცენარეების გამოყენება მედიცინაში. 1762-1764 წლებში დაწერა ილუსტრირებული ნაშრომი მიკოლოგიაში (ოთხ ტომად) სახელწოდებით „Natürlich ausgemahlten Abbildungen baierischer und pfälzischer Schwämme, welche um Regensburg wachsen“. 1774 წელს შეფერმა შემოიტანა ფრინველთა კლასიფიკაციის ახალი სისტემა. აგრეთვე გამოსცა ორი წიგნი ენტომოლოგიაში, პირველი — „Icones insectorum circa ratisbonam indigenorum coloribus naturam referentibus expressae“ (1779 წელი, სამ ტომად), რომელშიც შესულია 280-მდე ფერადი გრავიურა 3000-მდე სახეობის მწერის გამოსახულებით და მეორე — „Elementa entomologica“ (1789).
იგი იყო მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი,[9] მათ შორის ლონდონის სამეფო საზოგადოების, ბავარიისა და გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიების წევრი.
ბიოლოგიის და თეოლოგიის გარდა, შეფერი ატარებდა ექსპერიმენტებს ელექტროობაში, ფერებსა და ოპტიკაში. იგი არის ადრეული სარეცხი მანქანის გამომგონებელი. შეფერი აგრეთვე დაინტერესებული იყო ქაღალდის წარმოებით. 1765-1771 წლებში მან ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კვლევების შედეგები გამოსცა წიგნში „Versuche und Muster, ohne alle Lumpen oder doch mit einem geringen Zusatze derselben, Papier zu machen“, სადაც ძირითადად განიხილავდა ქაღალდის წარმოებას სხვადასხვა მცენარის გამოყენებით, ისეთების როგორებიცაა ხავსი, ვერხვი და სვია.
იაკობ კრისტიან შეფერი გარდაიცვალა 1790 წლის 5 იანვარს, რეგენსბურგში, 71 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Аделунг Н. Н. Шеффер, Якоб-Кристиан // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
- Reich, Angelika. Jacob Christian Schäffer — Superintendent, Naturforscher, Erfinder. Regensburg, Universitätsbibliothek 1993.
- Claus Nissen. Die zoologische Buchillustration. Ihre Bibliographie und Geschichte. Band I: Bibliographie. Anton Hiersemann Verlag, Stuttgart 1969. Seiten 321 (2.Spalte) und 362—364.
- Ernst Wunschmann: Schaeffer, Jacob Christian. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 30, Duncker & Humblot, Leipzig 1890, S. 531 f.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობ კრისტიან შეფერი — Linda Hall Library /(ინგლისური)
- იაკობ კრისტიან შეფერი — Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (გერმანული)
- The Linnaean Correspondence
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119100673 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 67. Paper-making. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2007.
- ↑ Schaffer; Jacob Christian (1718 - 1790) // ლონდონის სამეფო საზოგადოების საიტი (ინგლისური)
- ↑ Les membres du passé dont le nom commence par S(ფრანგული)
- ↑ https://www.britannica.com/topic/Wittenberg-University
- ↑ Jacob Christian Schäffer, „Biologie-seite.de“ წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი, 2020
- ↑ Library and Archive catalogue. The Royal Society. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2010.[მკვდარი ბმული]
- დაბადებული 30 მაისი
- დაბადებული 1718
- გარდაცვლილი 7 იანვარი
- გარდაცვლილი 1790
- გერმანელი ბოტანიკოსები
- გერმანელი მიკოლოგები
- გერმანელი ზოოლოგები
- გერმანელი ენტომოლოგები
- საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრები
- ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის წევრები