ძველი ბერძნული ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ბერძნული ლიტერატურა - ანტიკური ავტორების ლიტერატურული ნაწარმოებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ძველი ბერძენი პოეტების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, ორატორების შემოქმედებას.

ძველი ელინის უნარი იყო მკაფიოდ აღექვა გარემო და სწრაფად მოეხდინა მასზე რეაგირება, გამოეშკარავებინა ადამიანის ქცევათა მოტივები. ბერძნული ენის პლასტიკურობა საშუალებას აძლევდა ელინს ადვილად და ზუსტად გამოეხატა ყველა აზრი და განწყობა მთელი თავისი არსით. სწორედ ამ მახასიათებლებმა გამოიწვეს საყოველთაო უნივერსალური ინტერესი ძველ ბერძნული ლიტერატურის მიმართ.

ელინური გენიის ძირითად თვისებებში მდგომარეობს მისი სამეცნიერო და მხატვრული შემოქმედების შეუდარებელი ორიგინალობა, მის მიერ შემუშავებული მრავალი იდეის, სურათისა და მთელი სისტემების ხანგრძლივობის მიზეზი. ამითაც განისაზღვრება ის უზარმაზარი გავლენა, რომელიც ანტიკურმა ბერძნულმა ლიტერატურამ მოახდინა რომაულ და ზოგადად, ევროპულ განმანათლებლობაზე.

ადამიანის ბუნებრივი ნიჭის ყოვლისმომცველი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა იყო იმდროინდელი პოლიტიკური საზოგადოებისა, რომელიც ხელს უწყობდა აზრისა და სიტყვის ფართო თავისუფლებას. დრამატურგიის, მჭევრმეტყველებისა და პოლიტიკური საზოგადოების ფორმების შესწავლისას მიღწეული წარმატებები დამოკიდებულებაში იყო ურბანული რესპუბლიკების დემოკრატიულ სისტემაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ძველი საბერძნეთის გონებრივი პროდუქტიულობის ხარისხით პირველი ადგილი ათენის დემოკრატიას ეკუთვნოდა. იმდროინდელ ათენში პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, ჩვეულებებმა და საზოგადოების გემოვნებამ ყველაზე მეტად შეუწყო ხელი მოქალაქეთა შესაძლებლობის თავისუფლად განვითარებას.

ძველი ბერძნული ლიტერატურის განვითარების უკიდურეს საზღვრებად მიჩნეული უნდა იყოს ეტაპი ძვ.წ XI საუკუნიდან , როცა ტროას ომის გმირების შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობდა და ახ.წ. VI საუკუნის პირველ ნახევარამდე, როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს (529) ბრძანებით ათენში დაიხურა ფილოსოფიური სკოლები.

  • ეპიკური, ლირიკული პოეზიის განვითარება, დრამატული და ყველა სახის პროზაული წარმოშვება - დაახლოებით ძვ.წ. 480 წლამდე. ამ დროს წამყვანი როლი კოლონიებს ეკუთვნოდა.
  • მეორე პერიოდი, ატიკური დრამატიზმის, მჭევრმეტყველების, ფილოსოფიისა და ისტორიოგრაფიის აღმავლობის დრო იყო, რომელმაც განვითარება ზუსტი მეცნიერებების შესწავლაში პოვა. ამ პერიოდში ათენი დომინირებდა.

არქაული პერიოდი (ძვ.წ. VI ს. - ძვ.წ. VI საუკუნე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომეროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი პერიოდის მთავარი ლიტერატურული ფენომენს წარმოადგნდნენ ე.წ. ჰომეროსის პოემები, რომლებიც ლეგენდარულ პოეზიაში ხანგრძლივი ექსპერიმენტების დასრულებას ასახავდნენ, აგრეთვე ადგილი ჰქონდა რელიგიურ და ყოველდღიურ სიმღერებს.

ილიადასა და ოდისეას დაბადებიდან დიდი ხნით ადრე, ჩამოყალიბდა ლიტერატურა, რომელიც ასახავდა ელინების მთავარი ღვთაებების და ტროას და ტროამდელი ხანის გმირების გამოსახულებებს, ღმერთებისა და ნახევარღმერთების ტიპური თვისებებს, მათი გენეოლოგიის აღწერებს. ამ დროს ჩამოყალიბდა ეპითეტები, შემუშავდა თხრობისათვის შესაფერისი პოეტური ფორმა და ა.შ.

ბერძნული პოეზიის აკვანს წარმოადგენდა ბუნებისგან უხვად დაჯილდოებული თესალიი ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი თრაკია, მუზაების სამშობლო, მითიური პოეტები: ორფეუსის, მუსეუსი, ევმოლის, პამფუსის, თამირისის მოღვაწეობის არეალი. ამ ადგილიდან მუზების თაყვანისცემა გავრცელდა სამხრეთით, ფოკისამდე, ბეოტიაში, ატიკაში. პოეზია ძირითადად უკავშირდებოდა ზევსის, დიონისესა და დემეტრეს კულტებს. მომღერლების კიდევ ერთი ჯგუფი, ოლენის მეთაურობით, გაერთიანდა აპოლონის გარშემო, ლიკიაში, კრეტასა და დელფოში. როგორც ჩანს, გმირული ლექსი, ანუ დაქტილური ჰექსამეტრი, ამ ღვთაების მსახურებმა გამოიგონეს.

მუსიკა, კერძოდ, ფორმინგზე ან ციტრაზე, ლირაზე დაკვრა, მჭიდრო კავშირში იყო პოეზიასთან. ამ პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია მცირე აზიის ხალხების გავლენა, ელინების მონათესავე ხალხების, ძირითადად ფრიგიელების და ლიკიელების.

ასეთი ისტორიები, რომლებიც რიცხობრივად მატულობდნენ ახალი გმირობების ჩადენის პარალელურად, საკუთარ თავში აერთიანებდნენ მითოსისა და სინამდვილი ელემენტებს, ასახავდნენ ღმერთებისა და ადამიანები მუდმივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთქმედებაში ადამიანი მისთვის ხალხი ზეადამიანური თვისებებით იყო დაჯილდოებული, ღმერთები კი მოკვდავთა დონემდე იყო დაყვანილი.

ტროას ომი, როგორც ელადის პირველი დიდებული საქმე, რომელიც გაიმართა ჰერაკლიდების პელოპონესში დაბრუნებამდე და მცირე აზიის კოლონიების დაარსებამდე, დიდი ხნის მანძილზე იქცა მოთხრობებისა და საგალობლების საყვარელ თემად, რომელთა მაგალითებად შეიძლება ჩაითვალონ ფემიუსის და დემოდოკეს სიმღერები ოდისეაში.

უძველესი პოეტები ასევე იყვნენ საკუთარი და სხვების სიმღერების შემსრულებლები, მომღერლები (აედები), რომლებიც აკომპანიმენტად ფორმინგას იყენებდნენ. დღესასწაულებზე ასეთი მომღერალი-პოეტები ყველაზე მისასალმებელი და საპატიო სტუმრები იყვნენ. ტროაში წასვლის აგამემნომნმა მეუღლე მიანდო თავის მომღერალს. აედები ჰომეროსის ლექსებისა და სხვა სიმღერების მცველები და გამავრცელებელი იყვნენ. აედების შემდეგ იყვნენ დეკლამატორი-რაფსოდები, რომლებიც საჯარო შეხვედრებზე კითხულობდნენ სხვათა ლექსებს მუსიკის თანხლების გარეშე, დრამატულობას მათ გამოსვლებს თეატრალიზებული შესრულება, მიმიკა და კოსტიუმები მატებდა. ძვ.წ. VIII პირველი ნახევრიდან VI საუკუნის ნახევრამდე არაერთი პოეტი შეძლებისდაგვარად ცდილობდა პოეტური ფორმით, ჰომეროსის მოდელების მიხედვით, ტროას ლეგენდების მთელი ციკლის სისტემატიზირება. ესენი იყვნენ ე.წ. პოეტი-კილიკები: არქტინი, სტასინი, ლესქესი, ევგამონი, რომლებსაც არც ჰომეროსის ნიჭი და არც მისი გულწრფელი ენთუზიაზმი გააჩნდათ.

ტროას ციკლთან ერთად არსებობდა და მუშავდებოდა იგივე პოეტების მიერ, თებეს ციკლიც (თებაიდა, ეპიგონე) ციკლური პოემები, რომლებიც მოცულობით ზოგჯერ ოდისეას აღემატებოდნენ, მოგვიანებით წარმოადგენდენ პოეტების, ისტორიკოსებისთვის, ფილოსოფოსებისა და ანტიკვარიატრებისათვის დიდ მნშივნელობასა და ინტერესესს, რომლებსაც ისინი პოეტური ან მორალისტური მიზნებისათვის იყენებდნენ.

ჰომეროსის ჰიმნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომეროსის სახელთან მჭიდრო კავშირშია ასევე ე.წ.ჰომეროსის ჰიმნები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა 34 სიმღერის სახით. ისინი შინაარსით, მოცულობით და წარმოშობით განსხვავებულნი იყვნენ და შედგენილი იყვენენ რაფსოდურ წრეებში. ჰომეროსს ჯერ კიდევ არისტოტელე მიაწერდა უძველეს იუმორისტული ლექსს მარგიტს.

ჰესიოდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე ჰომეროსის ლექსებში შეიძლება შეინიშნოს დიდაქტიკური ეპოსის ელემენტების არსებობა. ამ დროს იქმნება ჰესიოდის პოემა სამუშაო და დღეები . მეორეს მხრივ, ადრეულ ეტაპზე იგრძნობოდა თანმიმდევრული სისტემური იდეების საჭიროება ღმერთების შესახებ, მსოფლიოს თავდაპირველი ისტორიისა და ადამიანთა საზოგადოებების შესახებ, ღვთაებათა, გმირთა და უბრალო მოკვდავთა ურთიერთმიმართების შესახებ. ამ მოთხოვნებზე პასუხობდა თეოგონია . ორივე პოემა, რელიგიურ-დიდაქტიკური ხასიათისაა და ეკუთვნოდა ასკრის მკვიდრს - ჰესიოდს. ძველი ბერძნები პატივს სცემდნენ ჰომეროსს და ჰესიოდს, როგორც თეოგონიისა და თეოლოგიის შემქმნელებს. მათ სახელებს ჩვეულებრივ იყენებდნენ გვერდიგვერდ, განუყოფლად, თუმცა ჰესიოდის ლექსები ჰომეროსის შემდეგ ასი წლის შემდეგ შეიქმნა.

ელეგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც სოციალური და პირადი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და რთული ხდებოდა, განსაკუთრებით მდიდარ სავაჭრო კოლონიებში, პოეზიის ახალი ფორმები იბადებოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ ვიტთარებას, მემკვიდრეობითმა მონარქიამ ადგილი დაუთმო ოლიგარქიულ ან დემოკრატიულ მმართველობას.

პოეზიამ საზეიმო განწყობა დაკარგა, მაგრამ პრაქტიკული, ყოველდღიური მნიშვნელობის ხასიათი მოირგო. მუზებით და აპოლონით შთაგონებული პოეტებმა ორიენტირი შეცვალეს, თავად გადაიქცნენ უბრალო მოკვდავებად, რომლებსაც ხალხისგან პრაქტიკული რჩევების სიზუსტე ან კრიტიკის სისწორე და სარკაზმი გამოარჩევდათ. იმ დროის პოეტების რიგებში ყველაზე საპატიო ადგილი ეკუთვნოდა დიდ ათენელ კანონმდებელს სოლონს. ხოლო ათენის სხვა გამოჩენილმა მოქალაქემ, ტირტევსმა, თავისი სიმღერებით გამარჯვება მოჰქონდა სპარტელებისთვის, თეოგნიდესმა ლექსის ფორმა სპოლიტიკური ოპონენტების დაუნდობელი დევნისთვის იყენებდა.

ლექსის ფორმა ეპიკურ ლექსთან შედარებით სიმოკლითა და გამოხატულობით გამოირჩეოდა, ხოლო სატირული ლექსების იამბიკური ტაეპი პოეტურ მეტყველებას კიდევ უფრო უახლოვებდა ყოველდღიურ, სასაუბრო მეტყველებას.

უძველესი ელეგიები სრულდებოდნენ ფლეიტის თანხლებით. ელეგიური და იამბიკური პოეტებია: კალინი, სიმონიდი, ფოკილიდი, მიმნერმი, ქსენოფანი, ჰიპონაქტი, არქილოქე. ისინი მცირე აზიის ქალაქებისა და კუნძულების მცხოვრებნი იყვნენ: სოლონი, თეოგნიდესი, ტირტევსი ატიკისა და მეგარის მკვიდრნი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეპოსი და ელეგია მუსიკასთან ახლო კავშირში იყო, იმდროინდელი მუსიკა საკმაოდ მარტივი და მონოტონური იყო, პოეტურ ტექსტების დეკლამირება და გაუმჯობესება მუსიკალური აკომპანიმენტის მიუხედავად ხდებოდა.