შინაარსზე გადასვლა

ტირტეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტირტეოსი
დაბადების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
დაბადების ადგილი სპარტა
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
გარდაცვალების ადგილი სპარტა
საქმიანობა პოეტი, მწერალი[1] და ელეგისტი[2]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა სპარტა

ტირტეოსი[3] (ძვ. ბერძნ. Τυρταῖος) — ძვ. წ. VII საუკუნის მეორე ნახევრის ძველი ბერძენი პოეტი, ელეგიკოსი. ცხოვრობდა სპარტაში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იყო კოჭლი მასწავლებელი, რომელიც ათენელებმა გაგზავნეს სპარტელებისთვის მოთხოვნილი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ; თუმცა მისი სამხატვრო შემოქმედების მიხედვით უფრო სპარტის მკვიდრად მიიჩნევა. სავარაუდოდ მონაწილეობდა მესენიელთა მეორე ომში. წერდა იონიურ დიალექტზე დორიზმის ელემენტებით; წერის სტილითა და ენით ახლოს იყო ჰომეროსის ტრადიციასთან. ავტორია ლექსების ხუთი წიგნისა (შემორჩენილია 200-მდე ფრაგმენტი);[4] მის ელეგიებში წამყვანია საბრძოლო მოტივი[3] — მამაცობა, სამშობლოს დაცვა, სპარტის სახელმწიფოებრიობის დიდებით შემოსვა.[4] წერდა სამოძღვრებო სტილის ელეგიებსაც („ევნომია“ — „კეთილკანონიერება“), რომელთაგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.[3] სალაპარაკო სტილის მიხედვით სავარაუდოა, რომ ტირტეოსის შემოქმედებას ასრულებდნენ სუფრებსა და მარშებზე. ჰორაციუსი მოიხსენიებს მას როგორც „მეომართა გამამხნევებელს“. რიგი ანტიკური კომენტატორები ტირტეოსს, არქილოქესა და კალინესთან ერთად, მიიჩნევა ელეგიის ჟანრის ფუძემდებლად.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  2. Perseus Digital Library — 1987.
  3. 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 726.
  4. 4.0 4.1 4.2 Журбина А. В. Тиртей // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 166.