ფოკიდა
ფოკიდა - (Phokis, -idos) - მხარე შუა საბერძნეთში, ბეოტიასა და დორიდას შორის, კორინთოს გრძელი უბის ჩრდ. აქ იყო პარნასი, კასტალია, ორქომენი, დელფო. დაასახლა ფოკიდიელ მწყემსთა ტომმა ძვ. წ. VI ს-ში, მერე არისტ. ძალაუფლება დამყარდა. მონაწილეობდა სპარსეთთან ომში. აქ მოკლა ოიდიპოსმა ლაიოსი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 355, თბ., 1986 წელი.