ორფეოსი
ორფეოსი (ძვ. ბერძნ. Ὀρφεύς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მომღერალი და მუსიკოსი.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე გავრცელებული ვარიანტით იყო თრაკიის მეფის ეაგრას (ასევე თრაკიის მდინარის ღმერთი) და მუზის კალიოპეს ვაჟიშვილი. ეაგრი იყო ატლანტის შთამომავალი, 5 მუხლში, მისი ქალიშვილის ალკიონას მხრიდან. ხოლო უფრო გვიანდელ ლეგენდებში ის მოხსენებულია როგორც აპოლონის შვილი, რომელმაც შეასწავლა სიმღერის ხელოვნება მას. ორფეოსი იყო ნიმფა ევრიდიკეს ქმარი.
მითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხოვრობდა თრაკიაში[1] პიმპლეაში კიკონის ოლქში ოლიმპის[2] ახლოს. იყო ევრიდიკეს სატრფო[3] აპოლონმა მას აჩუქა ოქროს ლირა, და დაიყვანა 9-მდე სიმების რაოდენობა ლირაზე[4]. გაემგზავრა ეგვიპტეში სადაც საკმაოდ დახვეწა თავისი ცოდნა, და გახდა პირველი თეოლოგიაში, პოეზიაში, მუსიკაში. კრძალავდა სისხლის დაღვრას[5]. სცემდა თაყვანს აპოლონს. იყო თრაკიულ მისტერიაში გაწევრიანებული. ის მონაწილეობდა იაზონის მეთაურობით არგონავტების მოგზაურობაში კოლხეთის სამეფოში ოქროს საწმისის დასაუფლებად. მან გადაარჩინა თავისი მეგობრები უკან დაბრუნების დროს. როდესაც მეზღვაურები სირინოზების ხმებით იყვნენ მონუსხულნი მან თავისი ლირის ხმით გადაფარა სირინოზთა ხმები. მან სწორედ თავისი მომღერალის ნიჭის გამოყენებით მოახერხა მიეღო პრივილეგია ჩასულიყო ქვესკნელის სამეფოში ევრიდიკეს საძებნელად. ორფეოსის ხმა და ლირა მთელს საბრძნეთში იყო განთქმული: მას შეეძლო ადამიანის გულის მოლბობა და ცხოველების მოთვინიერება, რომლებიც სასმენად უახლოვდებოდნენ; მაგრამ როდესაც სიკვდილმა მისი მეუღლე ევრიდიკე წაიყვანა, მან გამოამჟღავნა მუსიკოსისა და მომღერალის უდიდესი ნიჭი. ევრიდიკე იყო ტყის ნიმფა. ერთხელ ის მწყემსმა არისთემ ნახა და მიახლოება სცადა. ის კი შიშისაგან გაიქცა. სირბილის დროს მას ფეხზე გველმა უკბინა და უსულოდ დაეცა. ორფეოსმა მთელი საბერძნეთი შემოიარა მწუხარე სიმღერების შესრულებით. ბოლოს და ბოლოს მან პელოპონესის უკიდურეს წერტილს მიაღწია სადაც მიწისქვეშა სამეფოს კარი იყო. თავისი სიმღერის მეშვეობით მან შეძლო დაერწმუნებინა ქარონი რათა გადაეყვანა ის სტიქსზე, იქ ყველას გული აუჩუყა მღერით, ძაღლ ქერბერსაც (ცერბერი). ჰადესის მეუღლის პერსეფონას შემწეობით მიაღწია ევრიდიკეს ცოცხალთა სამეფოში დაბრუნების ნებართვა, მხოლოდ ერთი პირობით, მას მთელი გზის განმავლობაში უნდა ემღერა შეუჩერებლად და არ უნდა გაეხედა უკან რომ დარწმუნებულიყო ცოლი მოჰყვებოდა თუ არა უკან. ორფეოსი მიდიოდა და თან უკრავდა მთელი გზა, ხოლო ევრიდიკე მსუბუქად მისდევდა უკან; უცებ მას გულში ეჭვი შეეპარა და უკან მიიხედა, რითაც დაარღვია პირობა. ჰადესმა მაშინვე სტაცა ხელი ევრიდიკეს, შეშლილი ორფეოსი ისევ მიადგა ქარონს მაგრამ უარი მიიღო.
ორფეოსის სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაწბილებული ორფეოსი დაბრუნდა თრაკიაში და იქ განაგრძნობდა ნაღვლიან მღერას. მან დაიფიცა რომ სხვა ქალს არ შეიყვარებდა და ამიტომ მის ირგვლივ მხოლოდ ყმაწვილები იყვნენ. მან თრაკიელებს ასწავლა ყმაწვილებთან სიყვარული (ოვიდიუსის წყაროებით) ვირგილიუსი აღნიშნავს რომ ერთხელ მისი იგნორირებით შეურაცხყოფილმა თრაკიელმა ქალებმა მას თავი მოსჭრეს და ზღვაში გადააგდეს მაგრამ მისი ბაგეებიდან ისევ ისმოდა სევდიანი ჰანგები.
სხვა ლეგენდის მიხედვით კი ორფეოსი თვით ზევსის მიერ მეხით იქნა მოკლული.