გენეალოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერცოგ ლუდოვიკო I ვან ვიუთემბერგის გენეალოგია

გენეალოგია — დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას და ცალკეული პირების, ოჯახების წარმომავლობას და ნათესაურ კავშირებს.

გენეალოგია - სპეციალური ან დამხმარე ისტორიული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას, ისტორიული გვარებისა და ცალკე პირთა წარმომავლობას, ავლენს ნათესაობით კავშირებს, ბიოგრაფიის ფაქტებს და შეადგენს საგვარეულო ნუსხებს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა, დამხმარე ისტორიულ დარგებთან, კერძოდ, ჰერალდიკასთან, ეპიგრაფიკასთან, ქრონოლოგიასთან, სფრაგისტიკასთან და ა. შ.

მეფეების, მმართველების, მითიური გმირების საგვარეულო ნუსხები ჯერ კიდევ ძველ დროში არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა გენეალოგიამ შეიძინა შუა საუკუნეებში, როდესაც წოდებათა პრივილეგიები ყალიბდებოდა. მე–15 საუკუნიდან გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (გენალოგიური ხის ან ნუსხის სახით), რომელშიც შეტანილი იყვნენ გვარის ყველა ძირითადი და გვერდითი შტოს წარმომადგენლები, აღნიშნული იყო მათი საქორწინო კავშირები.

პირველი ქართული ორიგინალური თხზულება, სადაც საგვარეულო ნუსხაა მოცემული, არის სუმბატ დავითის ძის (XIX ს.) ნაშრომი „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“. XIX საუკუნის დასაწყისში იოანე ბატონიშვილმა შეადგინა ვრცელი გენეალოგიური ნაშრომი ქართლ-კახეთის სამეფოს 62 სათავადო და 200-ზე მეტი სააზნაურო სახლის შესახებ.

XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეფის მთავრობამ შემოიღო საქართველოს არისტოკრატიულ საგვარეულოთათვის სათავადო და სააზნაურო ხარისხის დამტკიცება, ცალკეულმა საგვარეულოებმა გენეალოგიური ნუსხები შეადგინეს და სხვა საბუთებთან ერთად შეიტანეს დასამტკიცებლად მთავრობის ორგანოებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV-XVI საუკუნეებში დასავლეთ ევროპასა და რუსეთში გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (იმპერატორების, მეფეების, მთავრების, თავადებისა და ა.შ.), რომლებშიც განთავსებული იყო საგვარეულოს ყველა შტოს წარმომადგენლები. ამ ცნობარებში აღნიშნული იყო მათი დაბადების, გარდაცვალების, მეფობის, შეუღლების თარიღები და დინასტიური კავშირები. თავდაპირველად ამ ცნობარების მიზანი იყო ამა თუ იმ დინასტიის ან საგვარეულოს სიძველისა და წარჩინებულობის დასაბუთება.

XVII-XVIII საუკუნეებში გენეალოგია ჩომოყალიბდა როგორც დამხმარე ისტორიული დისციპლინა. იგი ეხმარება მკვლევარებს საგვარეულოს ნათესაური კავშირების დადგენაში.

პირველი გენეალოგიური ცნობარები შეიქმნა რუსეთში XV საუკუნეში. 1682 წელს რუსეთშივე ჩამოყალიბდა სახელმწიფო საგვარეულო საქმეთა პალატა, რომელმაც 1700 წლამდე იარსება. ამ დროს შეიქმნა ე.წ. “ხავერდოვანი წიგნი” (“Бархатная книга”), რომელშიც რუსეთის წარჩინებული გვარების ნუსხებია მოყვანილი. “ხავერდოვან წიგნში” მოყვანილია, ასევე, ცნობები ქართული სამეფო დინასტიის - ბაგრატიონთა შესახებ.

საქართველოში პირველი ორიგინალური თხზულება, რომელშიც გენეალოგიური ხასიათის ცნობები არის მოყვანილი, XI საუკუნეში შეიქმნა. ეს არის ქართული სამეფო სახლის მემატიანე - სუმბატ დავითის ძის თხზულება - „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”.

XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოს ცალკეულ ფეოდალურ მთავართა და ერისთავთა სახლებს ჩვევად ჰქონდათ საკუთარი საგვარეულო მატიანეების შედგენა. ასეთია, მაგალითად, „ქსნის ერისთავთა ქრონიკა”, (XIV ს.), ან სამცხის ათაბაგების - „მესხური დავითნის ქრონიკა” (XVI ს.). ასევე, არსებობდა სხვა საგვარეულო ქრონიკები და მატიანეები, რომლებიც მრავალრიცხოვან მასალას შეიცავენ ამა თუ იმ წარჩინებულთა გვარების გენეალოგიის შესახებ.

საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგიის შედგენის პირველი ცდა ეკუთვნის ვახტანგ VI-ს, ჯანიშინობის პერიოდში, კერძოდ 1703-1712 წლებში. აღნიშნული “გენეალოგიური ხე”, რომელიც 1945 წელს მკვლევარმა თორნიკე ჭყონიამ აღმოაჩინა, ადამიდან იწყება და ვახტანგ VI-ის შვილებით სრულდება.

საქართველოში გენეალოგიური საკითხების მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარეს აკადემოკოსებმა: მარი ბროსემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა და სარგის კაკაბაძემ. XIX-XX საუკუნეებში ამ საკითხებს მეცნიერული ნაშრომები მიუძღვნეს მკვლევარებმა - თედო ჟორდანიამ, ნიკო ბერძენიშვილმა, ელენე მეტრეველმა, ჯუმბერ ოდიშელმა, მიხეილ ქავთარიამ, მზია სურგულაძემ, დავით ნინიძემ, იოსებ ბიჭიკაშვილმა და სხვა მეცნიერებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Suzanne Russo. Finding Your Italian Ancestors: A Beginner's Guide. Provo, UT: Ancestry, 2008.
  • Ching, Frank. Ancestors: 900 Years in the Life of a Chinese Family. (1988).
  • Chorzempa, Rosemary A. Polish roots = Korzenie polskie. Baltimore, MD: Genealogical Publishing Co., 1993.
  • Christian, Peter. The Genealogist's Internet. 4th ed. Kew, England: National Archives, 2009. ISBN 978-1-905615-39-1
  • Durie, Bruce. Scottish Genealogy. Stroud, England: History Press, 2009.
  • Eales, Anne Bruner & Robert M. Kvasnicka, eds. Guide to Genealogical Research in the National Archives of the United States. Washington, DC: National Archives, 2000.
  • Greenwood, Val. D. The Researcher's Guide to American Genealogy. 3rd ed. Baltimore: Genealogical Publishing Co., 2000.
  • Grenham, John. Tracing Your Irish Ancestors. 3rd ed. Baltimore: Genealogical Publishing Co., 2006.