ვარლამ ჟურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარლამ ჟურული
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი 1908(1908-09-15)
დაბ. ადგილი ჩიბათი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 იანვარი 1965(1965-01-30) (56 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პუბლიცისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვარლამ ნიკოლოზის ძე ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, ჩიბათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს. ამავე პერიოდში წარდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“.

ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ 1924 წელს გამოქვეყნდა ქარტულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს.

თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებულ „ახალთაობელებს“.

ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა“, „ნარაზენი“, „ჩრდილოეთის დაპყრობა“, „ჩემი გაზაფხული“, „ლირიკა“, „ჩემი მერცხლები“, „ვაზის ცრემლები“ და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. გარდა ამისა მისი მწერლური ნიჭი ქართულ კინოსაც შეეხო. იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის, სადიქტორო ტექსტის ავტორი. ხშირად იბეჭდებოდა პრესაში, როგორც პუბლიცისტი და აქაც თქვა თავისი სიტყვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 307, თბ., 1994