შინაარსზე გადასვლა

ჩასარბენი ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩასარბენი ციხე — ციხე-კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით.

კოშკი ცილინდრულია (გარე დიამეტრი 9,8 მ, სიმაღლე 8,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია, შემორჩენილია ორი სართული. ინტერიერში, კედლებიდან აქა-იქ ქვებია ამოვარდნილი. ყველა სართულს კარი სამხრეთით ერთ ხაზზე აქვს, კედლებში ბუხარი და ღრმა ნიშებია ორმაგი სართულებით. სართულები გადახურულია კონუსური გუმბათით. გუმბათის ძირში კვეთით ოდნავ ზევით მიმართული სარკმლებია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთის კედელში დატანებული კიბით.

ჩასარბენი ციხე ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კადრი ფილმიდან „ჩასარბენი ციხე“, რეჟ. სალომე ჯაში.

2018 წელს რეჟისორმა სალომე ჯაშმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩასაბერნი ციხე“. ფილმში სოფელ ქსუისის ყოფილი მცხოვრებნი საკუთარ ნასახლრას ჩასარბენი ციხიდან გაჰყურებენ. ფილმი შეიქმნა ინდიგოსა და GCRT-ის პროექტისთვის „08.08.08.“, რომელიც ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს ინახავს.[1]

  1. ჩასარბენი ციხე | The Tower. vimeo.com (22 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021