ვისკი (Whisky)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შოტლანდიური ვისკი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Best drink.jpg

ვისკი — ძლიერ ალკოჰოლიანი,არომატული შოტლანდიურ -ირლანდიური ტრადიციული სასმელი, რომელიც მარცვლეულის (ქერი,ალაო ,სიმინდი,ჭვავი) , წყლისა და საფუარისგან მზადდება. მარცვლეულისაგან მიღებული სპირტი, დაძველების და არომატის მიღების მიზნად, ინახება ამერიკულ და ევროპულ მუხის კასრებში, რომლებშიც ადრე ძველდებოდა ამერიკული ბურბონი ან ევროპული ჰერესი. არსებობს ვისკის რამოდენიმე სახეობა: ერთ-ალაოიანი ანუ single malt , შერეულ ალაოიანი ანუ vatted-blended malt, მარცვლეულის ანუ grain (ყველაზე უხარისხო) , შერეული ანუ blended (რომლებშიც 90 % წილი არის მარცვლეულის ვისკის სპირტები ხოლო მცირე დოზით ალაოიანი), ერთი კასრიდან ჩამოსხმული ანუ single cask, და კასრის ალკოჰოლის სიმძაფრის ანუ cask strength (რომელშიც ალკოჰოლის კონცენტრაცია 70%-მდეც კი აღწევს) . მათ შორის ყველაზე ხარისხიანია ალაოიანი ანუ malt კატეგორიის ვისკები მაგალითად: Macallan ,Glendfidich და ა,შ . ხოლო ყველაზე გავრცელებული კი შერეული ანუ blended ვისკებია (დაბალი ფასის გამო), როგორებიცაა grants, Ballantine's, Johnnie Walker Red J&b და ა.შ, მაგრამ არსებობს ასევე მაღალი ხარისხის, დაძველებული შერეული (BLENDED) ვისკებიც ,რომელშიც არის ალაოიანი ვისკის სპირტის მაღალი კონცენტრაცია. მაგალითად: Chivas Regal 18-25 Year Old, Johnnie Walker GOLD-GREEN-BLU , ISLAY MIST და ა.შ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება ამ ალკოჰოლური სასმელის ისტორიას , როგორც იუწყებიან, თავდაპირველად დისტილაციის დანადგარი შოტლანდიაში შეიტანეს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა, რის შემდეგადაც შოტლანდიელი ბერები მონასტრებში მას გამოიყენებდნენ სამკურნალო საშუალებად.ასევე უნდა აღინიშნოს,რომ ის ისეთი პოპულარული სასმელი გახდა,რომ მას შოტლანდიელებმა დაარქვეს სიცოცხლის წყალი ანუ uisge beatha (კელტურად)! მალევე ეგ სახელწოდება გამოთქმის სირთულის გამო, ინგლისელმა დამპყრობლებმა შეცვალეს, და დაარქვეს Whisky! ასევე უნდა აღინიშნოს ,რომ ამ სასმელის ისტორიას გააჩნია ირლანდიური ვერსიაც . დღესდღეობით შოტლანდიაში, არის 90-მდე ვისკის მწარმოებელი კომპანია, ხოლო ირლანდია ამ მხრივ ბევრად ჩამორჩება შოტლანდიას და ის მსოფლიო ბაზარზე 3 ძირითადი მწარმოებლით ფიგურირებს . ასევე დადასტურებულია,რომ პირველი ოფიციალური და ლიცენზირებული ვისკის საწარმო, აღმოჩენილია ირლანდიაში 1608 წელს. ეს არის ყველასათვის ცნობილი Bushmills -ის საწარმო. არსებობს 2 მთავარი განსხვავება ირლანდიურ და შოტლანდიურ ვისკებს შორის: 1) შოტლანდიური ვისკი დისტილირდება 2 ჯერ, ხოლო ირლანდიური 3 ჯერ. 2) შოტლანდიური ვისკის წარწერაზე არის 6 ასო (WHISKY) ხოლო ირლანდიურზე 7 (WHISKEY) ასევე ამერიკულზე და კანადურზე. (არის ასევე გარკვეული სხვაობები მარცვლის გაშრობის ტექნოლოგიაზე)

შოტლანდიის და ირლანდიის რეგიონები და კომპანიები, სადაც აწარმოებენ ვისკის დამზადებისათვის საჭირო სპირტებს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 არსებობს 5 რეგიონი შოტლანდიაში,  სადაც განლაგებულია კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ალაოიან  სპირტებს. ამ საწარმოებში ხარისხი კონტროლდება უმაღლეს დონეზე, რაც არის გარანტი იმისა,რომ მომხმარებელი შეიძენს უმაღლესი კატეგორიის ნაწარმს.  ეს რეგიონებია და კომანიებია:  
  1. The Lowlands კომპანიები: Auchentoshan, Bladnoch, Glenkinchie , Eden Mill, Kingsbarns,
  2. Speyside კომპანიები:Aberlour, Balvenie, Cardhu, Cragganmore, Dalwhinnie, Glenfarclas, Glenglassaugh, Glenfiddich, Speyburn, The Macallan, The Glenlivet, Glenrothes.
  3. The Highlands ,რომელშიც ასევე შედის The Islands -ის (არ აგერიოთ ISLAY- ში,რომელიც ცალკე რეგიონად არის წარმოდგენილი) კომპანიები:Aberfeldy, Balblair, Ben Nevis, Dalmore, Glen Ord, Glenmorangie, Oban, Glendronach, Old Pulteney and Tomatin, Arran, Jura, Tobermory, Highland Park and Scapa, and Talisker.
  4. Campbeltown კომპანიები: Glen Scotia, Glengyle, Springbank.
  5. Islay. კომპანიები:Ardbeg, Bowmore, Bruichladdich, Bunnahabhain, Caol Ila, Kilchoman, Lagavulin , Laphroaig.
 ამ რეგიონებიდან განსხვავებულად  გამოყოფენ:  The Highlands-ის დაქვემდებარებაში მყოფ,  The Islands -ის კუნძულოვან  და ასევე რეგიონი Islay-ის კუნძულის ვისკებს.  ამ მიდამოებში ისხმება, ეგრეთ წოდებული შებოლილი ანუ Peated ვისკები.ისინი არიან გამორჩეულნი თავიანთი განსხვავებული არომატებით,რომლებიც მოიცავენ ზღვის მინერალების (იოდი და ა.შ) , წყალმცენარეების  და  დაუვიწყარ კვამლის არომატს (მარცვლის ტორფზე გაშრობის შედეგად) . ამ კატეგორიას მიეკუთვნება ვისკები :  Ardbeg, Talisker, Bowmore, Lagavulin, Laphroaig, kilchoman, Arran, islay of Iura, Highland Park,  Scapa,  Caol Ila, Bruichladdich  Bunnahabhain და Tobermory!                                                    
რეგიონები,სადაც აწარმოებენ ვისკის სპირტებს
  ირლანდიას, შოტლანდიისაგან განსხვავებით გააჩნია მხოლოდ 12-მდე კომპანია,რომელიც აწარმოებს  სპირტებს. ეს კომპანიებია: 
  1. Alltech
  2. Blackwater
  3. Cooley
  4. Dingle
  5. The Echlinville
  6. Glendalough
  7. Kilbeggan
  8. New Midleton
  9. Old Bushmills Distillery
  10. Teeling Distillery
  11. Tullamore
  12. The Connacht Whiskey Company
Pot Still (სადისტილაციო დანადგარი)
მუხის კასრი,რომელშიც აძველებენ ვისკის

დამზადების ტექნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეხლა კი განვიხილოდ ვისკის დამზადების  7 მთავარი სტადია !
  1. ქერის ალაოს მომზადება. ალაოს მისაღებად, წყალში ალბობენ ქერის მარცვლებს, და შემდეგ ტოვებენ მას 1 კვირის განმავლობაში გასაზრდელად.
  2. გაშრობა. შემდეგში გაზრდილ მარცვლებს, აშრობენ ცეცხლმოკიდებულ ტორფზე ან ნახშირზე, (ირლანდიურის შემთხვევაშისპეციალურ ღუმელებში)რომელიც შესძენს მას კვამლის,ტორფის და იოდის არომატს. ეს არის ის ერთ ერთი სხვაობა, რაც განასხვავებს შოტლანდიურ ვისკის ირლანდიურისაგან და დანარჩენისაგან.
  3. ნაყენის მიღება. გაშრობის შემდეგ ,მიღებულ ალაოს ასხამენ ცხელ წყალს და აღნიშნულ ნარევს აჩერებენ 8 -12 საათის განმავლობაში
  4. ფერმენტაცია. მიღებულ ნაყენს ასხამენ დიდ ჭურჭელში და შემდეგ ამატებენ საფუარს. შემდგომ 30-35 გრადუს ტემპერატურაზე, 2 დღის მანძილზე მიმდინარეობს დუღილის პროცესი , რის შემდეგადაც წარმოიქმნება დაბალ ალკოჰოლიანი 5 % იანი სპირტიანი სასმელი, რომელსაც ეძახიან ალაოს რძეს.
  5. დისტილაცია. ალაოს რძეს შემდეგში ათავსებენ სპეციალიზებულ სადისტილაციო დანადგარებში (pot still) . პირველადი დისტილაცია ხდება აპარატის ნაწილში, რომელსაც ეწოდება wash still ,რომელსაც გამოყავს შედარებით დაბალ ალკოჰოლიანი 25-30% -იანი სპირტი, ხოლო მეორადი დისტილაცია ხდება აპარატში,რომლის სახელწოდებაა spirits still. ამ აპარატიდან მიღებული სპირტი არის 70 % -იანი (შენიშვნა:ირლანდიურის დისტილაცია კი ხდება 3 ჯერ)
  6. დაძველება. როგორც ავღნიშნეთ ზევით , მიღებული მაღალ ალკოჰოლიანი სპირტი ძველდება ამერიკულ ან ევროპულ მუხის კასრებში, რომლებშიც ინახებოდა ბურბონი ან ჰერესი. სწორედ ამ კარსრებში დაძველება ანიჭებს სასმელს იმ ხავერდოვან გემოს და არომატს ,რომლითაც იხიბლება მისი მომხმარებელი.
  7. ჩამოსხმა. ჩამოსხმამდე, 2-10 გრადუსამდე ტემპერატურაზე ვისკი გადის ფილტრაციის ეტაპს . ფილტრის მასალად გამოიყენებენ ქაღალდის სპეციალიზებულ მემბრანებს. შემდგომში აღნიშნულ სპირტს აზავებენ წყალში, რომლის შემდეგაც მისი ალკოჰოლის შემდაგენლობა დაყავთ მისაღებ ნორმამდე (40-45%) და შემდეგ უკვე ასხამენ ბოთლებში. თუ შერეული (blended) ვისკის ბოთლზე არის ციფრი,რომელიც მიუთითებს მისი დაძველების ასაკს ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ,რომ ეს ასაკი არის ამ ვისკში შემავალი ყველაზე ახალგაზრდა სპირტის დაძველება.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება იმას,თუ როგორ და რასთან ერთად უნდა მივირთვათ ვისკი, ეგ გემოვნების საკითხია,მაგრამ არსებობს ერთი მთავარი მითითება,რომელსაც ემხრობა თითქმის 100% ამ სასმელის პროფესიონალი დეგუსტატორები და სტაჟიანი მოყვარულები ! როდესაც საქმე ეხება MALT (ალაოიან) კატეგორიის ან მაღალი ხარისხის დაძველებულ BLENDED (შერეულ) ვისკებს, მათი დაგემოვნების დროს, რაიმე დანამატებით გაჟღენთვა (ყინული,კოლა და ა.შ) არის დიდი დანაშაული ,რადგან ამით თქვენ უკარგავთ სასმელს იმ მთავარ ხიბლს, რის გამოც თქვენ მასში საკმაოდ დიდ თანხას იხდით და იკარგება თაიგული იმ არომატის ,რისთვისაც ის ასე ფასობს. (ანუ თქვენ ვარდს აირწინაღით ყნოსავთ)! არსებობს ერთი ინგრედიენტი,რომლის ოდნავი კონცენტრაცია, აღვივებს ვისკის არომატულ ბუკეტს. ეს ინგრედიენტი არის სუფთა წყალი. ასევე შეიძლება მივირთვათ მაღალი ხარისხის სიგარასთან და ჩაისთან ერთადაც. გარკვეული კატეგორიის ხილთანაც (მსხალი,ვაშლი,ატამი და ა.შ). რაც შეეხება იმას,თუ რომელი ჭიქიდან დავაგემოვნოთ MALT-ი, არსებობს ჭიქა, რომლის სახელწოდებაა Glencairn Whisky Glass (იხილეთ სურათზე). ეს არის სპეციალურად შექმნილი სადეგუსტაციო MALT-ის ჭიქა,რომელსაც გააჩნია შესაბამისი ფორმა (ვიწრო ზედა ნაწილი), რათა სრულიად შეიგრძნოთ ამ სასმელის არაჩვეულებრივი,დამახასიათებელი არომატი.

Glencairn Whisky Glass.. (სპეციალურად განკუთვნილია malt კატეგორიისათვის)

გამოყენებული ლიტერატურა:

ინფორმაცია აღებულია სხვადასხვა ინტერნეტ და წერილობით სარედაქციო გამომცემლობებიდან (http://www.solarnavigator.net/solar_cola/whisky.htm , https://www.scotchwhiskyexperience.co.uk/about-whisky/history , http://www.todayifoundout.com/index.php/2014/07/brief-history-scotch-whisky/ , https://www.visitscotland.com/see-do/food-drink/whisky/history/ )

ავტორი: ა.ჯიბლაძე