შინაარსზე გადასვლა

ჰელმუტ შმიდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შმიდტი, ჰელმუტ)
ჰელმუტ შმიდტი
Helmut Schmidt
ჰელმუტ შმიდტი Helmut Schmidt
ჰელმუტ შმიდტი, 2001 წელი
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 1974 – 1 ოქტომბერი, 1982
წინამორბედივილი ბრანდტი
მემკვიდრეჰელმუტ კოლი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი 1982 – 1 ოქტომბერი 1982

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1972 – 1974
კანცლერი  ვილი ბრანდტი

ეკონომიკის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივლისი 1972 – 15 დეკემბერი 1972
კანცლერი  ვილი ბრანდტი

თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1969 – 1972
კანცლერი  ვილი ბრანდტი

დაბადებული23 დეკემბერი, 1918
ჰამბურგი
გარდაცვლილი10 ნოემბერი, 2015 (96 წლის)
პოლიტიკური პარტიაგსდპ
რელიგიალუთერანი

ჰელმუტ ჰაინრიხ ვალდემარ შმიდტი (გერმ. Helmut Heinrich Waldemar Schmidt; დ. 23 დეკემბერი, 1918, ჰამბურგი — გ. 10 ნოემბერი, 2015, ჰამბურგი) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე გსდპ-დან. როგორც სოციალ-ლიბერალური კოალიციის მთავრობის მეთაური, 1974–1982 წლებში იყო გფრ-ის მეხუთე ბუნდესკანცლერი ვილი ბრანდტის გადადგომის შემდეგ.

შმიდტი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი იყო (პირველად) 1953–1962 წლებში; ევროპარლამენტის წევრი 1958–1961 წლებში; ჰამბურგის საპოლიციო სამმართველოს სენატორი 1961 წლიდან; გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (მეორედ) 1965–1987 წლებში, სადაც იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე 1967–1969 წლებში; თავდაცვის მინისტრი 1969–1972 წლებში და ფინანსთა მინისტრი 1972–1974 წლებში.

ჰელმუტ შმიდტის ბებია და ბაბუა მამის მხრიდან იყვნენ ებრაელები ლუდვიგ გუმპელი და ფრიდერიკ ვენცელი. ჰელმუტის მამა გუსტავ ლუდვიგი (1888–1981) დაბადებიდანვე მალე შმიდტების წყვილმა იშვილა[1][2]. მოგვიანებით გუსტავ ლუდვიგ შმიდტი გახდა მასწავლებელი და დაქორწინდა მის კოლეგაზე ლუდოვიკა კოხზე (1890–1968). ჰელმუტ შმიდტი დაიბადა ჰამბურგის ბარმბეკის რაიონში 1918 წელს. ის იყო დედამამიშვილებს შორის ყველაზე უფროსი[3]. 1931 წლამდე ოჯახი ჰამბურგში ცხოვრობდა. 1937 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა[4]. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ერნა სტალი[5].

სამხედრო სამსახური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, შმიდტი, ისევე როგორც საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა, მოხალისედ წავიდა სამხედრო სამსახურში, რათა შემდეგ შეძლებოდა შეუფერხებლად განათლების მიღება[6]. 1937 წლის 4 ნოემბერს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს საზენიტო არტილერიასთან ბრემენ-ვეგესაკში[7]. 1939 წლიდან დასაქმებული იყო ბრემენის საჰაერო თავდაცვის რეზერვში სერჟანტად. 1941 წელს გადაიყვანეს ბერლინის ლუფტვაფეს უმაღლეს სარდლობაში რეზერვის ლეიტენანტად. 1941 წლის აგვისტოდან ბოლომდე შმიდტი მსახურობდა ოფიცრად აღმოსავლეთ ფრონტზე 1-ლი პანცერის დივიზიის მსუბუქი საზენიტო დანაყოფში[8]. სხვათა შორის, იგი გაგზავნეს ლენინგრადის ბლოკადაში, რის გამოც მან მიიღო რკინის ჯვრის მეორე ხარისხის ორდენი[9]. 1942–1944 წლებში იყო კონსულტანტი მსუბუქი საზენიტო არტილერიის წვრთნის წესებში ბერლინის რაიხის საავიაციო სამინისტროში და ბერნაუში ბერლინის მახლობლად.

როგორც რაიხის საავიაციო სამინისტროს წევრი, ლეიტენანტი შმიდტი დაინიშნა მაყურებლად სახალხო სასამართლოში 1944 წლის 20 ივლისის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეთა წინააღმდეგ სახალხო სასამართლოს საჩვენებელ სასამართლო პროცესებზე[10]. თავმჯდომარის როლანდ ფრეისლერის საქციელით შეძრწუნებული შმიდტი შემდგომი მოსმენისგან გაათავისუფლეს მისმა ზემდგომმა გენერალმა[7]. 1944 წლის დეკემბრიდან იგი თავდაპირველად გადაიყვანეს ბელგიაში, როგორც ბატარეის უფროსი დასავლეთ ფრონტზე. 1945 წლის დასაწყისში, ბალტიის ზღვაზე რერიკის საზენიტო პოლიგონზე ვარჯიშის დროს, მან კრიტიკული კომენტარები გააკეთა რაიხსმარშალის ჰერმან გერინგისა და ნაცისტური რეჟიმის მისამართით. ამისთვის ნაცისტთა მეთაურს სურდა მისი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგენა. თუმცა, ორმა ზემდგომმა გენერალმა აღკვეთა, მისი დისლოკაციის ადგილის მუდმივი შეცვლის გზით. 1945 წლის აპრილში შმიდტი ბრიტანელებმა დაატყვევეს სოლტაუში, ლუნებურგის ჰითზე. ზედელგემის სამხედრო ტყვეთა ბანაკში (ბანაკი №2226), ჰანს ბოჰნენკამპის ლექციამ სათაურით „ცდუნებული ხალხი“, დაუკარგა ბოლო ილუზიები ნაციონალ-სოციალიზმის შესახებ[11]. შმიდტი ტყვეობიდან 1945 წლის 31 აგვისტოს გაათავისუფლეს[12].

ბუნდესვერის დაარსების შემდეგ შმიდტი 1958 წლის მარტში რეზერვში კაპიტნის თანამდებობაზე დააწინაურეს. 1958 წლის ოქტომბერში/ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო წვრთნებში მაშინდელ იზერბრუკის ყაზარმებში ჰამბურგ-ისერბრუკში[13]; წვრთნების დროს იგი ამოიღეს გსდპ-ის საპარლამენტო ფრაქციიდან იმ მოტივით, რომ ის იყო მილიტარისტი[14].

ომამდე შმიდტს თავდაპირველად სურდა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების შესწავლა. ჯერ კიდევ სამხედრო ტყვედ ყოფნისას მან დააპროექტა „ოროთახიანი პატარა ქალაქის სახლი“ და „ლამაზად დახატა“[15]. თუმცა, გათავისუფლების შემდეგ, ფინანსებისა და დროის მიზეზების გამო, მან გადაწყვიტა რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა „სასწავლო კურსი“[16] და 1945 წლის ზამთრის სემესტრიდან სწავლა დაიწყო ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც ეუფლებოდა ეკონომიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს. სწავლა დაასრულა 1949 წელს ეკონომიკის განხრით, თემაზე „იაპონიასა და გერმანიაში სავალუტო რეფორმების შედარების შესახებ“[17]. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო, ჯერ კონსულტანტად, შემდეგ — დეპარტამენტის უფროსად თავისუფალი და ჰანზატური ქალაქ ჰამბურგის ეკონომიკისა და ტრანსპორტის ორგანოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარლ შილერი. აქ ის სატრანსპორტო ოფისს ხელმძღვანელობდა 1952-1953 წლებში.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ 1946 წლის მარტში შმიდტი შეუერთდა გსდპ-ს. აქ იგი თავდაპირველად ჩაერთო სოციალისტური გერმანიის სტუდენტთა ასოციაციაში. 1947–1948 წლებში იყო მისი თავმჯდომარე ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში[18]. 1968–1984 წლებში იყო გსდპ-ის ფედერალური თავმჯდომარის მოადგილე.

1953 წლის არჩევნებში შმიდტმა მოიპოვა ბუნდესტაგის დეპუტატის მანდატი. 1958–1961 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი. 1961–1965 წლებში შმიდტი მსახურობდა პოლიციის განყოფილების სენატორის თანამდებობაზე (1962 წლის ივნისიდან — შინაგან საქმეთა სენატორი). ამ თანამდებობაზე მან მოიპოვა პოპულარობა და მაღალი რეპუტაცია, როგორც კკრიზისების მენეჯერმა 1962 წლის ქარიშხლის დროს გერმანიის ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე. ძირითადი კანონით ცალსახად ლეგიტიმაციის გარეშე, შმიდტმა გამოიყენა არსებული კონტაქტები ბუნდესვერთან, რათა უზრუნველეყო, რომ გაზრდილიყო ბუნდესვერისა და მოკავშირეების მხარდაჭერა ვერტმფრენებით.

1963 წლის იანვარში, შპიგელის საქმის ფარგლებში, ფედერალურმა პროკურატურამ შმიდტს წაუყენა ბრალდება, როგორც შინაგან საქმეთა სენატორს, ღალატში ხელშეწყობისთვის. საქმის წარმოება შეწყდა 1965 წლის დასაწყისში.[19].

1965 წლის არჩევნებში შმიდტმა კვლავ მოიპოვა ბუნდესტაგის დეპუტატის მანდატი.

1969 წლის ფედერალურ არჩევნებში გსდპ-ის გამარჯვებისა და სოციალურ ლიბერალურ კოალიციასა და გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (გთდპ-ს) შორის შეთანხმების შემდეგ, 1969 წლის 22 ოქტომბერს კანცლერმა ვილი ბრანდტმა შმიდტი დანიშნა თავდაცვის მინისტრად ახალ ფედერალურ მთავრობაში. 1972 წლის 7 ივლისს, კარლ შილერის გადადგომის შემდეგ, მან დაიკავა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა. 1972 წლის ფედერალური არჩევნების შემდეგ ეს „სუპერ სამინისტრო“ კვლავ გაიყო. 1972 წლის 15 დეკემბრიდან გთდპ უზრუნველყოფდა ეკონომიკის მინისტრს, ხოლო შმიდტი განაგრძობდა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

1974 წლის 16 მაისს, მას შემდეგ, რაც ვილი ბრანდტი გადადგა მთავრობის მეთაურად, ბუნდესტაგმა აირჩია შმიტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მეხუთე კანცლერად 267 ხმით[20]. მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გლობალური ეკონომიკური რეცესია და 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისი, რომელიც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მისი ხელმძღვანელობით უკეთ გაუძლო, ვიდრე სხვა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა.

1974 წელს შმიდტმა ხელი მოაწერა აბორტის ვადის რეგულაციის კანონს[21], რომელიც მოგვიანებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და 1976 წელს შემუშავებულ მოდელზე, რომელიც შემდგომ იქნა მიღებული[22].

შმიდტი იყო ბირთვული ენერგიის წარმოების ძლიერი მხარდამჭერი. 1977 წელს მისი მთავრობა გორლებენში ბირთვული საწვავის გადამუშავების ქარხნის აშენებას აპირებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ'ესტენთან ერთად შმიდტმა გააუმჯობესა გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობები და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ. შმიდტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მალევე შეიქმნა ევროპული საბჭო და მან ასევე მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოლიტიკის ზომა ჟისკართან თანამშრომლობით: მსოფლიო ეკონომიკური სამიტის დაარსება 1975 წელს, რომელიც დაგეგმილი იყო, როგორც არაფორმალური შეხვედრა. ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლური დემოკრატიების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები 1979 წლის 1 იანვარს ევროპის სავალუტო სისტემისა და ევროპის სავალუტო ერთეულის (ECU) შემოღება, რომლის ბაზაზე მოგვიანებით წარმოიშვა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირი და ევრო. ასევე დიდი შვიდეულის (G7) დაარსება შმიდტისა და ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის იდეას ეფუძნებოდა. 1977 წელს შმიდტი იყო პირველი დასავლელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მიუთითა შეიარაღების ბალანსისთვის საბჭოთა კავშირის ახალი SS-20 საშუალო რადიუსის რაკეტების საფრთხეებზე.

1982 წლის ზაფხულის ბოლოს, სოციალ-ლიბერალური კოალიცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, დაიშალა ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში განსხვავებების გამო (ფედერალური ბიუჯეტი, სახელმწიფო ვალი, დასაქმების პროგრამები)[23]. 1982 წლის 17 სექტემბერს გთდპ-ის ყველა ფედერალური მინისტრი (ჰანს-დიტრიხ გენშერი, გერჰარტ ბაუმი, ოტო გრაფ ლამბსდორფი და იოზეფ ერტლი) გადადგა. ამიტომ შმიდტმა აიღო ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, გარდა ფედერალური კანცლერის თანამდებობისა და გააგრძელა სამთავრობო საქმიანობა ბუნდესტაგში უმრავლესობის გარეშე.

1982 წლის 1 ოქტომბერს კანცლერობა დასრულდა ჰელმუტ შმიდტისადმი უნდობლობის გამოცხადებით. გქდკ-ის, ბქსკ-სა და გთდპ-ის საპარლამენტო ფრაქციების ხმების უმრავლესობით ჰელმუტ კოლი აირჩიეს მის მემკვიდრე კანცლერად.

აღნიშნულის შემდეგ შმიდტის უსაფრთხოების პოლიტიკამ დაკარგა თითქმის მთელი მხარდაჭერა გსდპ-ში: 1983 წლის 18-19 ნოემბერს შემდგარ გსდპ-ის კიოლნის კონფერენციაზე, დაახლოებით 400 დელეგატიდან, შმიდტის გარდა, მხოლოდ 14 დელეგატმა დაუჭირა მხარი ნატოს ორმაგ გადაწყვეტილებას[24]. 1986 წლის 10 სექტემბერს ჰელმუტ შმიდტმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა ბუნდესტაგში და დატოვა პარლამენტი 1987 წელს ვადის ამოწურვისთანავე[25][26].

შმიდტის უსაფრთხოების პოლიტიკა ქრისტიანულ-ლიბერალური კოალიციამ გააგრძელა, რასაც 1987 წლის 8 დეკემბერს შედეგად მოჰყვა „მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“[27]. ამ შეთანხმების გაფორმებით მიღწეული იქნა ნატოს 1979 წლის ორმაგი რეზოლუციის გრძელვადიანი მიზანი - საბჭოთა და აშშ-ის საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების ორმხრივი განადგურება - ჩამოყალიბებული შმიდტის მიერ 1977 წელს.

კარიერის დასასრული და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლიდან შმიდტი იყო ჰამბურგის ყოველკვირეული გაზეთის Die Zeit-ის თანარედაქტორი, ხოლო 1990 წლამდე ის ასევე იყო Zeitverlag-ის მმართველი დირექტორი ჰილდე ფონ ლანგთან ერთად. ფედერალური კანცლერის თანამდებობის შემდეგ, მას აღარ ეკავა პოლიტიკური თანამდებობა. იგი მუშაობდა ჯურნალისიკაში, წერდა წიგნებს და კითხულობდა ლექციებს.

შმიდტი იყო ატლანტიკური ხიდის ასოციაციის წევრი და გერმანულ-ბრიტანული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი. 1993 წელს დააარსა გერმანიის ეროვნული ფონდი, რომლის საპატიო თავმჯდომარეს თვითონ იყო. ის ასევე იყო მის მიერ დაარსებული InterAction-ის საბჭოს საპატიო თავმჯდომარე, ასევე დააარსა, ყოფილი სახელმწიფო მოღვაწეების საბჭო, რომელიც მან წამოიწყო მეგობრებთან ერთად და რომლის თავმჯდომარეც ის იყო 1985–1995 წლებში. 1995–1999 წლებში იყო გერმანიის პოლონეთის ინსტიტუტის (დარმშტადტის) პრეზიდენტი.

2015 წლის 10 ნოემბერს ჰელმუტ შმიდტი 96 წლის ასაკში ინფექციით საკუთარ სახლში ჰამბურგ-ლანგენჰორნში გარდაიცვალა. ჰელმუტ შმიდტისა და მისი მეუღლის ლოკის ურნები განისვენებს ოლსდორფის სასაფლაოზე, კოხისა და შმიდტების ოჯახის საფლავზე[28].

ოჯახი და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელმუტ შმიდტი 1942 წლის 27 ივნისს დაქორწინდა ჰანელორ გლაზერზე („ლოკი“, 1919–2010)[29]. ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი. ვაჟი — ჰელმუტ ვალტერი, რომელიც დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და ქალიშვილი სუზანა[30].

ლოკის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 2012 წლის აგვისტოში შმიდტმა გამოაცხადა, რომ მას ახალი პარტნიორი ჰყავდა: რუთ ლოა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მისი ერთ-ერთი რწმუნებული იყო და მასთან მუშაობდა მდივნად[31].

  • Reiner Lehberger: Die Schmidts. Ein Jahrhundertpaar. Hoffmann und Campe, Hamburg 2018, ISBN 978-3-455-00436-6.
  • Kristina Spohr: Helmut Schmidt. Der Weltkanzler. Theiss, Darmstadt 2016, ISBN 3-8062-3404-3.
  • Gunter Hofmann: Helmut Schmidt – Soldat, Kanzler, Ikone. Beck, München 2015, ISBN 978-3-406-68688-7.
  • Martin Rupps: Helmut Schmidt: Ein Jahrhundertleben. Herder, Freiburg 2013, ISBN 3-451-06682-3.
  • Reinhard Appel: Helmut Schmidt. Staatsmann – Publizist – Legende. 1. Auflage, Lingen Verlag, Köln 2008, ISBN 978-3-938323-81-6.
  • Hans-Joachim Noack: Helmut Schmidt. Die Biographie. Rowohlt, Berlin 2008, ISBN 978-3-87134-566-1.
  • Band 1: Vernunft und Leidenschaft. 1918–1969. Deutsche Verlags-Anstalt, München 2003, ISBN 3-421-05352-9.
  • Band 2: Macht und Verantwortung. 1969 bis heute. Deutsche Verlags-Anstalt, München 2008, ISBN 978-3-421-05795-2.
  • Harald Steffahn: Helmut Schmidt. Mit Selbstzeugnissen und Bilddokumenten. (1990) 4. Auflage, Rowohlt, Reinbek bei Hamburg 2004, ISBN 3-499-50444-8.
  • Michael Schwelien: Helmut Schmidt. Ein Leben für den Frieden. Hoffmann und Campe, Hamburg 2003, ISBN 3-455-09409-0.
  • Sibylle Krause-Burger: Helmut Schmidt – Aus der Nähe gesehen. Econ, Düsseldorf/Wien 1980, ISBN 3-430-15655-6.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Sachbücher: Kleiner, großer Mann mit Mütze. Der Spiegel. ციტირების თარიღი: 2015-11-10
  2. „Told French President of Jewish Origins – Helmut Schmidt's Revelation Reported“. Los Angeles Times (ინგლისური). 1988-02-25. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  3. Martin Rupps: Helmut Schmidt: Ein Jahrhundertleben. 2014, S. 53
  4. Sabine Pamperrien: Helmut Schmidt und der Scheißkrieg. München 2014, S. 88.
  5. Sabine Pamperrien: Helmut Schmidt und der Scheißkrieg. München 2014, S. 105.
  6. Hartmut Soell: Helmut Schmidt Band 1, München 2003, S. 87; Sabine Pamperrien: Helmut Schmidt und der Scheißkrieg. München 2014, S. 107.
  7. 7.0 7.1 Hartmut Soell: Helmut Schmidt: 1918–1969. Vernunft und Leidenschaft. DVA, München 2004.
  8. Michael Wolffsohn: Vom Oberleutnant zum Soldatenkanzler? Helmut Schmidt, das Schicksal der Juden im „Dritten Reich“ und der deutsche Widerstand gegen Hitler. Frankfurter Allgemeine Zeitung, 16. Dezember 2014, S. 6.
  9. Jonathan Carr: Helmut Schmidt. Düsseldorf/Wien 1985, S. 29 und zwischen S. 136–137.
  10. Wibke Bruhns: Eine deutsche Familiengeschichte. klangkontext.de, Biografie.
  11. Heinrich August Winkler: Das Holz, aus dem Kanzler geschnitzt werden. Die Zeit Nr. 42/2003.
  12. თარგი:Whoswho
  13. Hans-Joachim Noack: Helmut Schmidt. Die Biographie. Rowohlt, Berlin 2008 (4. Auflage 2009), ISBN 978-3-87134-566-1.
  14. Interview im Zeit-Magazin, Nr. 17/2008, Rubrik Leben.
  15. Eigentlich wollte ich Städtebauer werden. Helmut Schmidt im Gespräch mit Ulrich Wickert. Stuttgart 2001, ISBN 3-89850-028-4.
  16. Helmut Schmidt: Weggefährten – Erinnerungen und Reflexionen. Siedler, Berlin 1996, ISBN 3-88680-603-0, S. 88 f.
  17. Stiftung Deutsches Historisches Museum, Stiftung Haus der Geschichte der Bundesrepublik Deutschland. Gerade auf LeMO gesehen: LeMO Biografie: Helmut Schmidt de. ციტირების თარიღი: 2024-01-18
  18. Jochen Wiemken: თარგი:Webarchiv, abgerufen am 26. Mai 2019.
  19. თარგი:Der Spiegel
  20. Kristin Lenz. Deutscher Bundestag – Vor 40 Jahren: Helmut Schmidt wird Bundeskanzler de. ციტირების თარიღი: 2024-01-07
  21. Bundesgesetzblatt BGBl. Online-Archiv 1949–2022 | Bundesanzeiger Verlag. ციტირების თარიღი: 2023-07-23
  22. Bundesgesetzblatt BGBl. Online-Archiv 1949–2022 | Bundesanzeiger Verlag. ციტირების თარიღი: 2023-07-23
  23. Joachim Scholtyseck: Die FDP in der Wende. დაარქივებული 2017-09-03 საიტზე Wayback Machine. In: Historisch-Politische Mitteilungen, Band 19, Heft 1, Januar 2013, S. 197 ff., ISSN (Online) 2194-4040, ISSN (Print) 0943-691X (PDF).
  24. Benedikt Herber. (2019-12-12) Nato-Doppelbeschluss Die Kernspaltung der Gesellschaft de. Spiegel. ციტირების თარიღი: 2024-03-13
  25. Informationen zu allen deutschen Bundeskanzlern Deutsche-Bundeskanzler.de, abgerufen am 28. September 2013.
  26. Abschiedsrede im Bundestag, 10. Sep. 1986 youtube.de, nur audio, abgerufen am 28. September 2013.
  27. Briefwechsel Helmut Schmidt mit den Abgeordneten des Seeheimer Kreises vom 8. Dezember 1987 თარგი:Webarchiv
  28. knerger.de: Das Grab von Helmut und Loki Schmidt
  29. Loki Schmidt über ihre kirchliche Trauung auf der Webseite der Kirchengemeinde Hambergen. Abgerufen am 2. Mai 2011.
  30. „Jammern ist bei uns nicht angesagt“. In: Stern, 16. Dezember 2008 (Interview mit Susanne Schmidt).
  31. Helmut Schmidts Neue sieht Loki zum Verwechseln ähnlich. In: Focus, 2. August 2012; Helmut Schmidts letzte Liebe. Ruth Loah im Alter von 83 Jahren gestorben, Focus online, 12. März 2017.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: