ჰაინრიხ ბრიუნინგი
იერსახე
| ჰაინრიხ ბრიუნინგი Heinrich Brüning | |
| გერმანიის კანცლერი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 მარტი, 1930 – 30 მაისი, 1932 | |
| პრეზიდენტი | პაულ ფონ ჰინდენბურგი |
| წინამორბედი | ჰერმან მიულერი |
| მემკვიდრე | ფრანც ფონ პაპენი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 9 ოქტომბერი, 1931 – 30 მაისი, 1932 | |
| დაბადებული | 26 ნოემბერი, 1885 მიუნსტერი, გერმანია |
| გარდაცვლილი | 30 მარტი, 1970 (84 წლის) ვერმონტი, აშშ |
| პოლიტიკური პარტია | ცენტრისტული პარტია |
ჰაინრიხ ბრიუნინგი (გერმ. Heinrich Brüning; დ. 26 ნოემბერი, 1885 ― გ. 30 მარტი, 1970) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის რაიხსკანცლერი ვაიმარის რესპუბლიკის დროს, 1930-1932 წლებში.
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1920-30 წლებში: კათოლიკური პროფკავშირების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
- 1924-33 წლებში: რაიხსტაგის დეპუტატი (1929-დან ცენტრისტული ფრაქციის ლიდერი).
- 1930-32 წლებში: რაიხსკანცლერი, 1931 წლიდან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, სდევნიდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას, რითაც ხელი შეუწყო ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დამყარებას. 1931 წელს აშშ-ის იმპერიული წრეების მხარდაჭერით მიაღწია მორატორიუმს სარეპარაციო გადასახადებზე. 1932 წელს განიარაღების საერთაშორისო კონფერენციაზე მოითხოვდა შეიარაღებაში სხვა იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან გერმანიის „თანასწორობას“.
- 1934 წელს: ფაშისტური დიქტატურის დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 529.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
| |||||||||||||||||