შინაარსზე გადასვლა

იოზეფ ვირთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ ვირთი
Joseph Wirth
იოზეფ ვირთიJoseph Wirth
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1921  14 ნოემბერი, 1922
პრეზიდენტი  ფრიდრიხ ებერტი
წინამორბედიკონსტანტინ ფერენბახი
მემკვიდრევილჰელმ კუნო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1921  1922

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1930  1931
კანცლერი  ჰაინრიხ ბრიუნინგი

დაბადებული6 სექტემბერი, 1879
გარდაცვლილი3 იანვარი, 1956 (76 წლის)
პოლიტიკური პარტიაცენტრისტული პარტია

კარლ იოზეფ ვირთი (გერმ. Karl Joseph Wirth; დ. 6 სექტემბერი, 1879 — გ. 3 იანვარი, 1956) — გერმანელი პოლიტიკოსი. გერმანიის რაიხსკანცლერი 1921-1922 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს. იყო კათოლიკური პარტია „ცენტრის“ მემარცხენე ფრთის ლიდერი. 1914-1918 და 1920-1933 წლებში რაიხსტაგის დეპუტატი. 1921 წლის მაისიდან 1922 წლის ნოემბრამდე ჯერ რაიხსკანცლერი, შემდეგ კი რაიხსკანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მისმა მთავრობამ ხელი მოაწერა რაპალოს ხელშეკრულებას. (1922). 1930-1931 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 1933-1948 წლებში იყო ემიგრაციაში. გამოდიოდა გერმანიაში მილიტარიზმის აღორძინების წინააღმდეგ. 1955 წელს სსრკ-მ მიანიჭა ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: