ბუნდესვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუნდესვერის ნიშანი

ბუნდესვერი (გერმ. Bundeswehr) — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) შეიარაღებული ძალების სახელწოდება. შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან. უმაღლესი მთავარსარადალი — ომის დროს ფედერალური კანცლერი, მშვიდობიანობის პერიოდში — თავდაცვის მინისტრი. ჯარი კომპლექტდება საყოველთაო სამხედრო სამსახურის კანონის საფუძველზე. სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვე, გასაწვევი ასაკი — 18 წელი.

2013 წლის მიხედვით, ბუნდესვერის მოსამსახურეთა რაოდენობა შეადგენდა 188,921-ს, რის მიხედვითაც ის წარმოადგენს მსოფლიოს არმიათა შორის 28-ს, ხოლო ევროპის კავშირში სიდიდით მეოთხეს (საფრანგეთის იტალიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ). ამას გარდა 2010 წლის მონაცემით ბუნდესვერს ჰყავს არა აქტიური 144 000-იანი რეზერვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Searle, Alaric (2003). Wehrmacht Generals, West German Society, and the Debate on Rearmament, 1949-1959. Westport, CT: Praeger Pub.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: