ვენეციის კოლონიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Stato da Màr
საზღვაო სამფლობელოები

ვენეციის რესპუბლიკის კოლონია

9921797

ვენეციის საზღვაო სამფლობელოები.

ვენეციის კოლონიები (Stato da Mar ან Domini da Mar;საზღვაო სამფლობელოები“) — ვენეციის რესპუბლიკის საზღვაო და ზღვისგადაღმა სამფლობელოების საერთო სახელწოდება, რომელიც მოიცავდა: ისტრიას, დალმაციას, ნეგროპონტეს, მორეას (მორეის სამეფო), ეგეოსის კუნძლებს (არქიპელაგოს სამთავრო), კუნძულ კრეტას (კანდიას სამეფო) და კვიპროს. ეს სამფლობელობი ქმნიდნენ ვენეციის რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობის სამიდან ერთ-ერთ ტიპს, დანარჩენი ორი კი იყო — დოჟადო, ანუ თვით ქალაქი ვენეცია და მატერიკული სამფლობელოები (Domini di Terraferma) ჩრდილოეთ იტალიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენეციის ზღვისგადაღმა იმპერიის შექმნა დაახლოებით 1000 წელს დალმაციის დაპყრობით დაიწყო და მის ზენიტს, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიაღწია, რომლის შედეგადაც ვენეციას ბიზანტიის იმპერიის ყოფილი სამფლობელოები ერგო. მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ვენეციის მიერ არ იმართებოდა, რადგან მას ყოფილი იმპერიის მემკვიდრე ბერძნულ/ბიზანტიური სახელმწიფოები დაეუფლნენ (ეპირის დესპოტატი, ნიკეის იმპერია და ტრაპიზონის იმპერია), ხოლო დარჩენილი ნაწილი ნიკეის იმპერიამ შთანთქა, მათ შორის კონსტანტინეპოლი, რომელიც 1261 წელს ნიკეის იმპერიამ გაათავისუფლა და შედეგად ბიზანტიისი იმპერია აღადგინა.

„საზღვაო სამფლობელოები“ ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე შემორჩა, რომელსაც XVII და XVIII საუკუნეემდევენეციის ზღვასაც“ უწოდებდნენ. ოსმალეთის იმპერიის აღზევებას უკავშირდება ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილის დაკარგვა. ისტრია, დალმაცია და იონიის კუნძლები, 1797 წლამდე ვენეციის ნაწილად ითვლებოდა, იქამდე სანამ ვენეციის რესპუბლიკას ნაპოლეონი გააუქმებდა.

ვენეციის სამფლობელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Crowley, Roger (2011). City of Fortune - How Venice Won and lost a Naval Empire. London: Faber and Faber. ISBN 978-0-571-24594-9. 
  • Da Mosto, Andrea (1937). L'Archivio di Stato di Venezia. Rome: Biblioteca d'Arte editrice. 
  • Mutinelli, Fabio (1851). Lessico Veneto. Venice: tipografia Giambattista Andreola.