ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 6 ტერიტორიული ორგანო და 45 სოფელი (მათ შორის 21 ნასოფლარია). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან სტეფანწმინდის, გორისციხის, გუდაურის, კობის, სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 795 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 3,5 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის არშა (440 ადამიანი), სტეფანწმინდიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი კარკუჩა (48 კმ.).

სოფლების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
სტეფანწმინდიდან (კმ)
სულ კაცი ქალი
აბანო 3 1 2 კობის ტერიტორიული ორგანო 28
ალმასიანი 22 7 15 კობის ტერიტორიული ორგანო 18
არშა 440 230 210 სიონის ტერიტორიული ორგანო 5
აჩხოტი 167 88 79 სნოს ტერიტორიული ორგანო 5
ახალციხე 35 13 22 სნოს ტერიტორიული ორგანო 12
გარბანი 329 156 173 სიონის ტერიტორიული ორგანო 8
გველეთი 2 0 2 სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო 9
გორისციხე 187 81 106 გორისციხის ტერიტორიული ორგანო 10
გუდაური 54 29 25 გუდაურის ტერიტორიული ორგანო 32
ვარდისუბანი 48 23 25 სიონის ტერიტორიული ორგანო 10
კარკუჩა 50 25 25 სნოს ტერიტორიული ორგანო 48
კობი 3 3 0 კობის ტერიტორიული ორგანო 20
სიონი 325 157 168 სიონის ტერიტორიული ორგანო 8
სნო 263 122 141 სნოს ტერიტორიული ორგანო 8
ტყარშეტი 107 52 55 გორისციხის ტერიტორიული ორგანო 12
ფანშეტი 54 28 26 სიონის ტერიტორიული ორგანო 4
ფხელშე 167 79 88 გორისციხის ტერიტორიული ორგანო 12
ქვემო ოქროყანა 1 კობის ტერიტორიული ორგანო 25
ქოსელი 1 1 0 სნოს ტერიტორიული ორგანო 41
ქუმლისციხე 35 18 17 გუდაურის ტერიტორიული ორგანო 40
ყანობი 86 45 41 გორისციხის ტერიტორიული ორგანო 17
ცდო 17 7 10 სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო 6
ხურთისი 47 24 23 გორისციხის ტერიტორიული ორგანო 15
ჯუთა 26 13 13 სნოს ტერიტორიული ორგანო 20

რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე ციფრებით აღნიშნულია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]