Smoke on the Water

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Smoke on the Water“

Smoke on the Water
სინგლიDeep Purple
ალბომიდან Machine Head
B-მხარე „Smoke on the Water“ (საკონცერტო)
ალბომიდან Made in Japan
გამოსვლის თარიღი მაისი 1973
ჩაიწერა დეკემბერი 1971
ჟანრი მძიმე როკი, მძიმე მეტალი[1]
ხანგრძლივობა 5:42 (ალბომის ვერსია)
3:54 (სინგლის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Warner. Bros (აშშ)
ავტორ(ებ)ი რიჩი ბლეკმორი
იენ გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იენ პეისი
პროდიუსერი Deep Purple
Deep Purple — სინგლების ქრონოლოგია
„Never Before“
(1972)
Smoke on the Water
(1973)
„Woman from Tokyo“
(1973)
კლოდ ნობსი, მონტრეს ჯაზ-ფესტივალის დირექტორი

Smoke on the Water“ — ჯგუფ Deep Purple-ის სიმღერა და სინგლი, შეტანილი 1972 წლის სტუდიურ ალბომში Machine Head. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone იგი დაასახელა ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიის #426 პოზიციაზე, ხოლო 2005 წლის მარტში ჟურნალმა Q - ყველა დროის საუკეთესო საგიტარო სიმღერების სიის #12 პოზიციაზე.

კომპოზიციური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Smoke on the Water“ ყველაზე მეტად ცნობილია ცენტრალური მუსიკალური თემით, ბლუზური ტიპის მელოდიით, რომელიც პარალელურ მეოთხედებში არის ჰარმონიაში მოყვანილი. რიფი შესრულებულია ფენდერ სტრატოკასტერის გიტარაზე, რიჩი ბლეკმორის მიერ. მას უერთდება იენ პეისის პერკუსია, შემდეგ - ბას გიტარა და საბოლოოდ, იენ გილანის ვოკალი

ვიკიციტატა
We all came out to Montreux, on the Lake Geneva shoreline

To make records with a mobile, we didn't have much time
(ქართ: ჩვენ მონტრეში შევიკრიბეთ, ჟენევის ტბის ნაპირთან

მობილური სტუდიით ჩასაწერად, ბევრი დრო არ გვქონდა“
რიფი სიმღერიდან Smoke on the Water

სიმღერაში გამოყენებულია ჯგუფის The Stooges-ს კომპოზიციის Loose რამდენიმე მუსიკალური ელემენტი. აღნიშნული ნომერი გამოიცა 2 წლით ადრე მის 1970 წლის ალბომზე Fun House.

ჯონ ლორდი გიტარის პარტიის უნისონად ასრულებს პარტიას ჰემონდის ორგანზე. მასზე შეერთებულია მარშალის ფირმის გამაძლიერებელი, რომელიც ორგანს ანიჭებს გიტარის ტონალობას. ბლეკმორი ამ მონაკვეთში დაკვრისას იყენებს ორ თითს - ამით მელოდია სინქრონულად ერწყმის ლორდის ორგანს

სიმღერის წყობა არის ასეთი: შესავალი (რიფი)-სტროფი-მისამღერი-რიფი-სტროფი-მისამღერი-რიფი-სოლო-რიფი-სტროფი-მისამღერი-რიფი-სოლო. პირველ სოლოს ასრულებს რიჩი ბლეკმორი, ხოლო საბოლოო ჯონ ლორდს ეკუთვნის და ჟღერს სიმღერის ბოლომდე.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

სიმღერაში საუბარია რეალურ მოვლენებზე. 1971 წლის დეკემბერში კოლექტივი ეწვია შვეიცარიას, ქალაქ მონტრეს, რათა როლინგ სტოუნზის ცნობილ პორტატულ სტუდიაში ახალი ალბომი ჩაეწერა. ჩანაწერის განხორციელება გადაწყვიტეს მონტრეს სამორინეში (სიმღერაში აღნიშნულია, როგორც the gambling house (სამორინე), სადაც გარდა Deep Purple-ისა, სხვა მუსიკოსებიც ხშირად გამოდიოდნენ. ხმისჩამწერი სესიის წინა დღეს, შაბათს, 4 სექტემბერს იქ შედგა ფრენკ ზაპას და ჯგუფის The Mothers of Invention ევროპული ტურის ფარგლების კონცერტი. ეს იყო ზაპას იმ ტურის უკანასკნელი შოუ, რის შემდეგაც სტუდია Deep Purple-ს უნდა მოეწყო. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით Deep Purple საკუთარ ტექნიკას ჯერ არ აყენებდა.

კონცერტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, როდესაც ზაპა ასრულებდა სიმღერას King Kong, ბამბუკის შეკიდული ჭერიდან გამოჩნდა ნაპერწკლები, შემდეგ კი - ცეცხლი. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მაყურებელმა (რომელიც პოლიციამ ვერ იპოვა) მცირე ზომის მაშხალა პირდაპირ ჭერს ესროლა (სტრიქონი some stupid with a flare gun). ზაპამ მაშინ მშვიდად წარმოთქვა - ’პანიკის გარეშე, ჩვენ ხანძარი გაგვიჩნდა’. ამის შემდეგ მუსიკოსებმა დატოვეს სცენა. მოხდა მაყურებელთა სასწრაფო ევაკუაცია. ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. სიმღერაში ნახსენებია funky Claude, რომელიც შერბოდა და გამორბოდა. ეს არის მონტრეს ჯაზ-ფესტივალის დირექტორი კლოდ ნობსი, რომელიც მაყურებლებს ეხმარებოდა. Deep Purple-ის წევრები თავად გახდნენ მომხდარის მოწმეები. როჯერ გლოვერი იხსენებდა, რომ ხანძარი თავდაპირველად სუსტი იყო, იმდენად, რომ მან მოასწრო დარბაზში ზაპას ახალი სინთეზატორების ახლოს დათვალიერება.

ხანძრის შედეგად განადგურდა სამორინეს მთელი მრავალსართულიანი კომპლექსი, რასაც დაემატა საკონცერტო დარბაზი და The Mothers-ის აპარატურა (ეს უკანასკნელი დაზღვეული იყო, მაგრამ საფრანგეთსა და ბელგიაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა). სასტუმროს Europe Hotel ნომრიდან Deep Purple-ის წევრები საკუთარი თვალით ხედავდნენ ამ ხანძარს და ბოლს ჟენევის ტბაზე.

ჯგუფს, რომელსაც დაქირავებული ჰქონდა სტუდია, ჩასაწერი ადგილის მოძიება ესაჭიროებოდა. ნობსმა თავად მოძებნა თეატრი ’პავილიონი’, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. იქ გადატანილი იქნა მთელი ტექნიკა. დაიწყეს მუშაობა სიმღერაზე ჯერ კიდევ დაუდგენელი სათაურით. აპარატურის საკუთარ გემოვნებაზე მორგებასა და არანჟირების დამუშავებას მთელი დღე დასჭირდა, ხოლო დუბლების ჩაწერა მხოლოდ ღამით დაიწყეს. ყველაზე მეტად მოეწონათ მესამე დუბლი. მაგრამ ამასობაში აღმოჩნდა, რომ კარს მიღმა პოლიცია იდგა, რომელიც გამოიძახეს ხმაურის გამო. თუმცა, სასტუმროს პერსონალი მათ თავად აკავებდა და სიმღერის დასრულება მხოლოდ ამ მიზეზით მოასწრეს.

მოგვიანებით ჯგუფმა ახალი დარბაზის ძიება დაიწყო. ერთ-ერთ დღეს გლოვერმა გაიღვიძა და უბრალოდ წარმოთქვა ’ბოლი წყალზე’. როდესაც მან მოგვიანებით. როდესაც მან იგივე გაუმეორა გილანს, იანმა უთხრა, რომ ფრაზას ’ნარკომანული’ ჟღერადობა აქვს. ვინაიდან Deep Purple თავს უფრო მეტად ’მსმელად’ თვლიდა. ეს სიტყვები არ იქნა გამოყენებული.

დასრულდა იმით, რომ მთლიანად იქირავეს სასტუმრო Grand Hotel - თითქმის დაცარიელებული და გათბობის გარეშე (We ended up at the Grand Hotel, / It was empty, cold and bare). პირველ სართულზე მოეწყო სტუდია. სპეციალურად დამზადდა ხის ფარი, რომელიც ფოიეს კედლად გამოდგებოდა. ეს ფარი ლეიბებით იქნა გამაგრებული. იქირავეს სპეციალური გასათბობი, რომელსაც დრო და დრო იყენებდნენ. მობილური სტუდიიდან სასტუმროში ხაზები იქნა გაყვანილი. ვინაიდან ფოიეში დიდი ფარი იდგა, მუსიკოსები შედიოდნენ და გამოდიოდნენ ქუჩაში სპეციალური დამატებითი გასასვლელით და ერთმანეთთან შეერთებული სასტუმროს ნომრების აივნებით. ჩაწერის დროს იმპროვიზებულ სტუდიაში იდგა სპეციალური გასანათებელი მოწყობილობები წითელი შუქით, რათა გარემოც შემოქმედებითი ყოფილიყო (With a few red lights and a few old beds / We made a place to sweat). დასარტყამი ინსტრუმენტების პარტიები ჩაიწერეს დერეფანში, ვინაიდან პეისს მოსწონდა რევერბერაციის ეფექტი, რომელიც ბუნებრივად იქმნებოდა.

ამ პირობებში ჩაწერილი იქნა მთელი ალბომი. თუმცა, ’პავილიონში’ ჩაწერილი ფირი მაინც გამოიყენეს - ძირითადად, Smoke on the Water-ის მისამღერის მონაკვეთი.

საგულისხმოა, რომ სიმღერა იყო უკანასკნელი ამ ალბომიდან, რომელიც შეიტანეს 1972 წლის საკონცერტო პროგრამაში - ეს მოხდა მაისის ბოლოს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7" სინგლი, Purple Records, 1C 006-94 583
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Smoke on the Water“3:47
2.„Smoke on the Water“ (საკონცერტო ვერსია)4:32
გერმანული გამოცემა, 1985, პრომო სინგლი (EMI Electrola, 20 0477 6)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Smoke on the Water“5:36
2.„Living Wreck“4:28
3.„No, No, No“6:50

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Christe (2003), pg. 13, " Though Deep Purple's "Smoke on the Water" was a bona fide metal anthem and the first basic riff of a longhairded guitarist's repertoire, the band did not consider itself heavy metal."