ბუტჩ ტრაკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუტჩ ტრაკსი
Special Guest Butch Trucks crop autoadjust.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კლოდ ჰადსონ ტრაკსი
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1947 (1947-05-11) (72 წლის)
დაბ. ადგილი ჯექსონვილი
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 2017
გარდ. ადგილი West Palm Beach
ჟანრ(ებ)ი როკი, სამხრეთული როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყამები
აქტიური 1964-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Flyng Frog
ასოციაციები The Allman Brothers Band
The 31 st of February
Les Bres
ბუტჩ ტრაკსი ვიკისაწყობში

კლოდ ჰადსონ „ბუტჩ“ ტრაკსი (ინგლ. Claude Hudson "Butch" Trucks; დ 11 მაისი, 1947, ჯექსონვილი — გ. 24 იანვარი, 2017) — ამერიკელი მუსიკოსი, დრამერი, ჯგუფ The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ტრაკსი პირველად გამოჩნდა ჯექსონვილის ადგილობრივ ჯგუფ The Vikings-ში. შემდეგომში იყო The 31 st of February-ის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა და დაიშალა 1968 წელს. ჯგუფში ასევე შედიოდნენ ძმები დუეინ და გრეგ ოლმენები.

1969 წელს ბუჩ ტრაკსი გახდა The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელთა შორის იყვნენ: დუეინ ოლმენი (გიტარა), გრეგ ოლმენი (ვოკალი, კლავიშებიანი, სიმღერების ავტორი), დიკი ბეტსი (გიტარა) ბერი ოუკლი (ბასი) და ჯეი ჯოანი იოჰანსონი (დრამი). იგი აგრძელებდა ჯგუფში მოღვაწეობას 2014 წლამდე, მის დაშლამდე.

2015 წელს ტრაკსმა მოაწყო ორი ფესტივალი Butch Truks & Very Special Friends-ის შემადგენლობაში. მასში გამოდიოდნენ Allman Brothers-ის წევრებიც, მათ შორის ჯეი იოჰანსონი.[1] იგი ასევე უკრავდა Butch Trucks & The Freight Train Band-ში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]