The Allman Brothers Band
The Allman Brothers Band | |
---|---|
The Allman Brothers Band 1969 წლის მაისში. ზედა რიგში: ძმები დუეინ და გრეგ ოლმენები; ქვედა რიგში მარცხნიდან: ბუტჩ ტრაკსი, დიკი ბეტსი, ბერი ოუკლი და ჯეი ჯოანი იოჰანსონი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჯექსონვილი, ფლორიდა და მეიკონი, ჯორჯია |
ჟანრ(ებ)ი | სამრეთული როკი, ჯემ-ბენდი, ბლუზ-როკი, ქანთრი-როკი, ჯაზ-ფიუჟენი[1] |
აქტიური | 1969–1976, 1978–1982, 1986, 1989–2014 |
ლეიბლ(ებ)ი | Capricorn, PolyGram, Arista, Epic,Sanctuary |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | allmanbrothersband.com |
The Allman Brothers Band ვიკისაწყობში |
The Allman Brothers Band — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1969 წელს, ჯექსონვილში, ფლორიდის შტატში, ძმები დუეინ (სლაიდ-გიტარა, სოლო გიტარა) და გრეგ (ვოკალი, კლავიშებიანი, სიმღერების ავტორი) ოლმენების მიერ. ჯგუფში ასევე შედიოდნენ: დიკი ბეტსი (სოლო გიტარა, ვოკალი, სიმღერების ავტორი), ბერი ოუკლი (ბას-გიტარა), ბუტჩ ტრაკსი (დასარტყამი) და ჯეი ჯოანი იოჰანსონი (დასარტყამი). ჯგუფი მოიაზრება სამხრეთული როკის პრინციპულ არქიტექტორად. მისი მუსიკა, ასევე მოიცავდა ბლუზის, ჯაზისა და ქანთრის ელემენტებს.
ჯგუფის პირველი ორი ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა 1971 წლის საკონცერტო ალბომმა At Fillmore East-მა მხატვრული და კომერციული გარღვევა მოახდინა. მასში შესული არის სინგლები, „In Memory of Elizabeth Reed“ და „Whipping Post“ და ხშირად მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო საკონცერტო ალბომად.
1971 წლის 29 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი დუეინ ოლმენი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ამის საპასუხოდ, კოლექტივმა მას მიუძღვნა სტუდიური ალბომი Eat a Peach (1972), რამაც საბოლოოდ გაამყარა მათი პოპულარობა. ერთი წლის შემდეგ, იმავე ვითარებაში დაიღუპა ბასისტი ბერი ოუკლი, რის შედეგადაც ჯგუფს შეემატა ორი ახალი წევრი, ჩაკ ლიველი (კლავიშები) და ლამარ უილიამსი (ბას-გიტარა), რომლებთანაც ჩაწერეს მორიგი სტუდიური ალბომი Brothers and Sisters, რამაც ჯგუფი აიყვანა 1970-იანი წლების როკ მუსიკის უმაღლეს მწვერვალზე. 1976 წელს, შიდა არეულობის გამო ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ათწლეულის მიწურულს აღდგდა ახალი შემადგენლობით, მაგრამ 1982 წელს ხელმეორედ დაიშალა.
ჯგუფმა 1989 წელს კვლავ განაახლა მოღვაწეობა და შეუდგა ახალი ალბომების გამოშვებასა და ტურნეების მოწყობას მსოფლიოს მასშტაბით. 1990-იან წლებში მომხდარმა ცვლილებებმა დიკი ბეტს გადააწყვეტინა ჯგუფიდან წასვლა. კოლექტივმა სტაბილურობას მიაღწია 2000-იანებში, ბასისტ ოტილ ბარბრიჯთან, გიტარისტ უორენ ჰეინსთან და დერეკ ტრაკსთან ერთად. 2014 წელს ჯგუფი კვლავ დაიშალა, ზემოაღნიშნული წევრების წასვლის შედეგად. The Allman Brothers Band დაჯილდოებული არის 11 ოქროს დ 5 პლატინის ალბომით[2] და შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1995 წელს.[3] 2004 წელს, ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელის სიაში ჯგუფს 52-ე ადგილი მიუჩინა.[4]
ჯგუფის ჩამოყალიბება და ადრეული წლები (1965–69)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუეინი და მისი უმცროსი ძმა გრეგ ოლმენი იზრდებოდნენ დაიტონა-ბიჩში, ფლორიდის შტატში; დაკავებულები იყვნენ მუსიკით 1960-იანი წლების დასაწყისში. 1963 წელს მათ დააარსეს პირველი ჯგუფი The Escorts, რომელსაც ორი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა The Allman Joys.[5][6] მას შემდეგ, რაც გრეგი მისმა აფრო-ამერიკელმა მეგობარმა აზიარა რიტმ-ენდ-ბლუზსა და სოულს, მათ ამ ჟანრების ელემენტები გააერთიანეს საკუთარ მუსიკაში. 1967 წელს ჯგუფი დროს ატარებდა სენტ-ლუისში, სადაც ხმის ჩამწერი სტუდიის აღმასრულებელმა ლოს-ანჯელესიდან აღმოაჩინა ის. ჯგუფი მაშინვე გადავიდა დასავლეთში და ხელახლა შეიცვალა დასახელება Hour Glass-ით და Liberty Records-ში ჩაწერა ორი წარუმატებელი ალბომი.[5][7] ყველა მუსიკოსი გაანთავისუფლებული იქნა საკონტრაქტო ვალდებულებებისგან, გარდა გრეგისა, რომელშიც Liberty-ის აღმასრულებლებმა დაინახეს კომერციული პოტენციალი.[8] ძმები ერთმანეთთან დაშორებულები ყვნენ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ გადაწყვიტეს კვლავ შეკრება, ამჯერად მაიამში, სადაც გამოსცეს დემო ალბომი ჯგუფ The 31st of February-ისთან თანამშრომლობით.[9]
1969 წელს დუეინი სტუდია FAME Studios-ში იქცა წარმატებულ სესიურ გიტარისტად, სადაც მუშაობდა ისეთი განთქმული შემსრულებლების გვერდით, როგორებიცაა არეთა ფრანკლინი და კინგ კურტისი.[5][10] დუეინ ოლმენმა უილსონ პიკეტს შესთავაზა The Beatles-ის ცნობილი სიმღერის, „Hey Jude“-ის ქოვერის ჩაწერა; სინგლმა ნაციონალურ ჩარტებში 23-ე ადგილი დაიკავა.[11] FAME Studios-მა დუეინთან გააფორმა ხუთ წლიანი კონტრაქტი. დუეინმა თავისმხრივ შეკრიბა ჯგუფი, სადაც შედიოდნენ ჯონი სალადინი და პოლ ჰორნსბი, ხოლო მალე, მან ჯგუფში მოიწვია დრამერი ჯეი ჯოანი იოჰანსონი, მას შემდეგ რაც მოსიმინა მისი შესრულება ერთ-ერთი დემო სიმღერის მეშვეობით. დუეინმა ჯგუფში ასევე მოიწვია ბასისტი ბერი ოუკლი, ვისთანაც ჯერ კიდევ ჯეკსონვილიდან მოყოლებული ჰქონდა ურთიერთობა.[12] ამავდროულად, ფილ უოლდენი, რომელიც იყო ოტის რედინგის და სხვა რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებლების მენეჯერი, თავისი ახალ დაარსებული ლეიბლისთვის ეძებდა როკ შემსრულებლებს.[13] FAME Studios-ში უკმაყოფილოები იყვნენ ჯგუფის მუსიკალური მეთოდებით და მათ ჯგუფის სინგლები და კონტრაქტი მიყიდეს უოლდენსა და ჯერი უქსლერს Atlantic Records-დან $10.000-ის სანაცვლოდ.[14] უოლდენმა განიზრახა მომავალი ჯგუფი ექცია ახლად დაბადებული ლეიბლის Capricorn Records-ის ცენტრალურ ფიგურად.[15]
დუეინი და იოჰანსონი გადავიდნენ ჯექსონვილში 1969 წლის მარტს. მათ ჯგუფში მოიწვიეს მუსკოსები, დიკი ბეტსი, რომელიც გახდა ჯგუფის მეორე წამყვანი გიტარისტი და დრამერი, ბუტჩ ტრაკსი, რომელთანაც ერთი წლით ადრე დუენს უკვე ჰქონდა ნამუშევარი.[16] ტრაკსი ჯეი იოჰანსონის შემდეგ გახდა ჯგუფის მეორე დრამერი, კლავიშებიან საკრავებზ უკრავდა რიზ უაინენსი, ხოლო დუეინი, ოუკლი და ბეტსი ითავსებდნენ ვოკალის მოვალეობას.[16] უსახელო ჯგუფი შეუდგა წარმოდგენებს Willow Branch Park-ის თავისუფალ შოუებზე, ჯექსონვილში, მუდმივად ცვალებადი შემადგენლობით.[17] დუეინმა გადაწყვიტა ვოკალისტად მოეწვია მისი ძმა (რაც ნიშნავდა უაინენსის ჯგუფიდან ამოვარდნას, გამომდინარე იქიდან, რომ გრეგიც კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა[18]). გრეგმა დატოვა ლოს-ანჯელესი და 1969 წლის 26 მარტს შეუერთდა ჯგუფს რეპეტიციაზე. თავდაპირველად ჯგუფის სახელწოდებად მოიაზრებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის Beelzebub (ქართ. ბელზებელი), მაგრამ საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს ჯგუფისთვის Allman Brothers Band-ის დარქმევა.[19]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრემის ჯილდო საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულებისთვის, 1996, სინგლისთვის „Jessica“.
- გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის, 2012
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი, 1995
- ჟურნალი როლინგ სტოუნის „ყველა დროის საუკეთესო....“:
- ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი (2004): № 52[20]
- ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი (2003): № 49 — At Fillmore East[21]
- ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტი (2003):
- №. 2 დუეინ ოლმენი[22]
- №. 23 უორენ ჰეინსი[23]
- №. 58 დიკი ბეტსი[24]
- №. 81 დერეკ ტრაკსი[25]
- ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტი (2011):
- №. 9 დუეინ ოლმენი[26]
- №ю 16 დერეკ ტრაკსი[27]
- №ю 61 დიკი ბეტსი[28]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Allman Brothers Band (1969)
- Idlewild South (1970)
- At Fillmore East (1971)
- Eat a Peach (1972)
- Brothers and Sisters (1973)
- Win, Lose or Draw (1975)
- Wipe the Windows, Check the Oil, Dollar Gas (1976)
- Enlightened Rogues (1979)
- Reach for the Sky (1980)
- Brothers of the Road (1981)
- Seven Turns (1990)
- Shades of Two Worlds (1991)
- An Evening with the Allman Brothers Band: First Set (1992)
- Where It All Begins (1994)
- An Evening with the Allman Brothers Band: 2nd Set (1995)
- Peakin' at the Beacon (2000)
- Hittin' the Note (2003)
- One Way Out (2004)
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წევრები
|
|
ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Paul, Alan (2014). One Way Out: The Inside History of the Allman Brothers Band. St. Martin's Press. ISBN 978-1250040497.
- Freeman, Scott (1996). Midnight Riders: The Story of the Allman Brothers Band. Little, Brown and Company. ISBN 978-0316294522.
- Poe, Randy (2008). Skydog: The Duane Allman Stor. Backbeat Books. ISBN 978-0879309398.
- Allman, Gregg; Light, Alan (2012) My Cross to Bear. William Morrow. ISBN 978-0062112033.
- Allman, Galadrielle (2014) Please Be With Me. Spiegel & Grau. ISBN 978-0812981193.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Allman Brothers Band: Dreams liner notes
- Allman, Galadrielle (2014). Please Be with Me: A Song for My Father, Duane Allman. New York: Spiegel & Grau. ISBN 978-1-4000-6894-4.
- Freeman, Scott. Midnight Riders: The Story of the Allman Brothers Band, Little, Brown & Co. 1995.
- Leavell, Chuck with J. Marshall Craig. Between Rock and a Home Place, Macon, GA: Mercer University Press, 2004.
- Perkins, Willie. No Saints, No Saviors, Macon, GA: Mercer University Press, 2005.
- Poe, Randy. Skydog: The Duane Allman Story, Milwaukee, WI: Backbeat Books, 2006.
- Reid, Jan. Layla and Other Assorted Love Songs by Derek and the Dominos (Rock of Ages). New York: Rodale, Inc., 2006.
- Reynolds, Dean. The Complete Allman Brothers Band Discography, 2000.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Allman Brothers Band – Biography – AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2014.
- ↑ RIAA. RIAA. ციტირების თარიღი: 2012-02-27.
- ↑ The Allman Brothers Band. Rock and Roll Hall of Fame. ციტირების თარიღი: 2008-01-02.
- ↑ The Immortals. Rolling Stone Issue 946. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-17. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2012.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Bruce Eder. The Allman Brothers Band – All Music Guide.. AllMusic. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2014.
- ↑ Poe 2008, p. 18.
- ↑ Poe 2008, p. 46.
- ↑ Poe 2008, p. 90.
- ↑ Allman & Light 2012, p. 99.
- ↑ Paul 2014, p. 6.
- ↑ Poe 2008, p. 88.
- ↑ Paul 2014, p. 15.
- ↑ Paul 2014, p. 9.
- ↑ Poe 2008, p. 110.
- ↑ Paul 2014, p. 13.
- ↑ 16.0 16.1 Paul 2014, p. 17.
- ↑ Paul 2014, p. 24.
- ↑ Paul 2014, p. 25.
- ↑ Poe 2008, p. 109.
- ↑ Gibbons, Billy (2004-04-15). „The Immortals – The Greatest Artists of All Time: 52) The Allman Brothers Band“. Rolling Stone. Rolling Stone (#946). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-17. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 500 Greatest Albums of All Time: 49) At Fillmore East“. Rolling Stone. Rolling Stone (Special Collectors Issue). 2003-11-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-17. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 2) Duane Allman“. Rolling Stone. Rolling Stone (#931). 2003-09-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-24. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 23) Warren Haynes“. Rolling Stone. Rolling Stone (#931). 2003-09-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-21. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 58) Dickey Betts“. Rolling Stone. Rolling Stone (#931). 2003-09-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-01. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 81) Derek Trucks“. Rolling Stone. Rolling Stone (#931). 2003-09-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-05. ციტირების თარიღი: 2008-06-21.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 9) Duane Allman“. Rolling Stone. Rolling Stone (#1145). 2011-11-23. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 16) Derek Trucks“. Rolling Stone. Rolling Stone (#1145). 2011-11-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-16. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
- ↑ „The 100 Greatest Guitarists of All Time: 61) Dickey Betts“. Rolling Stone. Rolling Stone (#1145). 2011-11-23. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
|
- Pages with image sizes containing extra px
- The Allman Brothers Band
- როკ-ჯგუფები ფლორიდიდან
- ჯემ-როკ ჯგუფები
- მუსიკალური ჯგუფები ფლორიდიდან
- მუსიკალური ჯგუფები ჯექსონვილიდან
- Arista Records-ის შემსრულებლები
- ამერიკული ბლუზ-როკ შემსრულებლები
- ამერიკული ქანთრი-როკ შემსრულებლები
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- Grammy Lifetime Achievement Award-ის მფლობელები
- სამხრეთული-როკ ჯგუფები
- მუსიკალური ჯგუფები დაარსებული 1969 წელს
- სექსტეტბი
- სეპტეტები
- Epic Records-ის შემსრულებლები
- Atco Records-ის შემსრულებლები
- Capricorn Records-ის შემსრულებლები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები