არეცო
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
არეცო იტალ. Arezzo | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 43°27′47″ ჩ. გ. 11°52′41″ ა. გ. / 43.46306° ჩ. გ. 11.87806° ა. გ. | ||||
| დაარსდა | ძვ. წ. IX საუკუნე | ||||
| ფართობი | 384.7 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 296±1 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 96 260 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | 0575 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 52100 | ||||
| საავტომობილო კოდი | AR | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.comune.arezzo.it/ | ||||
არეცო (იტალ. Arezzo) — ქალაქი და კომუნა ცენტრალურ იტალიაში, არეცოს პროვინციის დედაქალაქი, მდებარეობს ტოსკანაში, მდინარე არნოს ნაპირზე, ფლორენციიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კმ, ზღვის დონიდან 296 მეტრის სიმღლეზე. არეცო ცნობილია ძვ. წ. IV საუკუნიდან. დაარსებულია ეტრუსკების მიერ. მოსახლეობა 96 527 ადამიანი (2025).[2]
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არეცო მდიდარია ხელოვნების ძეგლებით. სანტა-მარია-დელა-პიევეს ეკლესია XII–XIII საუკუნისაა. მის საკურთხეველში ინახება პიეტრო ლორენცეტის მრავალკარედი ხატი. მნიშვნელოვანი ძეგლია XIII–XIV საუკუნეების რომანულ-გოტიკური ტაძარი.
1275 წელს აშენებულ სან-დომენიკოს გოტიკურ ეკლესიაში დაცულია ჩიმაბუეს ჯვარცმა. 1322 წლის გოტიკურ სან-ფრანჩესკოს ტაძარშ დაცულია პიეტრო დელა ფრანჩესკას ფრესკების ციკლი. 1375–1377 წლებს განეკუთვნება პალაცო დელა ფრატერნიტა დეი ლაიჩი, რომელიც გაფართოებულია ბერნარდო როსელინოს მიერ XV საუკუნეში. სანტა-მარია-დელე-გრაციეს ეკლესია (არქ. ბენედეტო დი მაიანო) აშენებულია XIII–XIV საუკუნეებში, პალაცო დელე ლოჯე (არქ. ჯ. ვაზარი) აშენებულია 1573–1581 წლებში. არეცოშია ჯორჯო ვაზარის სახლი, არქეოლოგიური და სამხატვრო მუზეუმები.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანჩესკო პეტრარკა — პოეტი.
- ჯორჯო ვაზარი — მხატვარი, არქიტექტორი, ბიოგრაფი.
- ფრანჩესკო რედი — ფიზიკოსი.
- რობერტო ბენინი — მსახიობი, რეჟისორი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 562.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არეცო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე

- ოფიციალური საიტი (იტალიური)
- Information about Arezzo and province (იტალიური)
- Giostra del Saracino official web site დაარქივებული 2021-02-12 საიტზე Wayback Machine. and Photos of Arezzo and the Joust დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Porta Crucifera's Knights (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://demo.istat.it/?l=it
- ↑ Arezzo (AR) it. ციტირების თარიღი: 2025-11-21