რომის პროვინცია
რომის პროვინცია (იტალ. Provincia di Roma) — პროვინცია იტალიაში, ლაციოს რეგიონში, რომელიც არსებობდა 1870 წლიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 2015 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული — რომის მეტროპოლიური ქალაქი.[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის პროვინციას ლაციოს რეგიონის თითქმის ერთი მესამედი ეჭირა. იგი გადაჭიმული იყო რომის ბრტყელ არეალსა და ტიბრის ხეობაში. მის ჩრდილო-დასავლეთით ვრცელდებოდა ტოლფისა და მონტი-საბატინის მთიანი რეგიონები, აღმოსავლეთით — ტიბურტინი-პრენესტინი-სიმბრუინის მთიანი არეალები და ალბანის მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ლეპინე სასკოს ხეობა. პროვინციას დასავლეთით ტირენიის ზღვა ესაზღვრებოდა დაახლოებით 130 კმ სიგრძეზე. პროვინციაში მდებარეობს რამდენიმე ტბა, თითქმის ყველა ვულკანური წარმოშობის, რომლებიც თავს იყრის ჩრდოლო-დასავლეთში.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგებოდა 121 კომუნისგან. ცხრილში მოცემულია უდიდესი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
| კომუნა | მოსახლეობა[3] |
|---|---|
| რომი | 2 728 003 |
| გუიდონია-მონტეჩელო | 81 496 |
| ფიუმიჩინო | 66 510 |
| პომეცია | 58 621 |
| ტივოლი | 55 629 |
| ველეტრი | 52 647 |
| ჩივიტავეკია | 52 196 |
| ანციო | 52 192 |
| ნეტუნო | 44 444 |
| არდეა | 41 077 |
| ლადისპოლი | 40 154 |
| ალბანი-ლაციალე | 38 997 |
| მარინო | 38 769 |
| მონტეროტონდო | 38 612 |
| ჩამპინო | 38 058 |
| ჩერვეტერი | 35 355 |

იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2000-02-29 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dalla Provincia di Roma alla Città metropolitana di Roma Capitale დაარქივებული 2015-02-17 საიტზე Wayback Machine. - provincia.roma.it
- ↑ Source: demo.istat.it (31 décembre 2008).