შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1
რეჟისორი ფრენსის ლოურენსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება სიუზენ კოლინზის„კაჭკაჭჯაფარა“
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ჯოი ვილემსი
მონტაჟი
  • ალან ედვარდ ბელი
  • მარკ იოშიკავა
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 123 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 125–140 მილიონი აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 755.4 მილიონი აშშ დოლარი[3]

„შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (ინგლ. The Hunger Games: Mockingjay – Part 1) — 2014 წლის ანტიუტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია ფრენსის ლოურენსი, სცენარის ავტორები — დენი სტრონგი და პიტერ კრეიგი,[5] ხოლო პროდიუსერები — ნინა ჯეიკობსონი და ჯონ კილიკი. ეს არის სიუზენ კოლინზის რომანის „კაჭკაჭჯაფარას“ მოტივებზე გადაღებული ორი ფილმიდან პირველი და „შიმშილის თამაშების“ სერიიდან რიგით მესამე. ფილმში მონაწილეობენ: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორთი, ვუდი ჰარელსონი, ელიზაბედ ბენკსი, ჯულიანა მური, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, ჯეფრი რაიტი, სტენლი ტუჩი, დონალდ საზერლენდი და მაჰერშალა ალი. გადაღებები დაიწყო 2013 წლის 23 სექტემბერს ატლანტაში[6] და გაგრძელდა პარიზში, ხოლო შემდეგ ბერლინში.[7]

სიუჟეტი კვლავ კეტნის ევერდინის გარშემო მიმდინარეობს, რომელიც ორჯერ გადაურჩა „შიმშილის თამაშებს“. კეტნისი აღმოჩნდება მეცამეტე რაიონში. პრეზიდენტ კოინის ხელმძღვანელობითა და მისი სანდო მეგობრების რჩევით ხდება მასობრივი ამბოხების სიმბოლო კაპიტოლიუმის წინააღმდეგ. ფილმი არის მისი წინამორბედის „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ პირდაპირი გაგრძელება. 2015 წელს გამოვიდა დასკვნითი ნაწილი „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“

„კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ გამოვიდა 2014 წლის 21 ნოემბერს აშშ-ში. წინა ნაწილის მსგავსად, იგი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, რომლის ბიუჯეტმა 55 მილიონი, ხოლო შემოსავალმა 755.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც გახდა 2014 წლის მეხუთე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი[8] და მეორე ყველაზე შემოსავლიანი „შიმშილის თამაშების“ სერიაში.

იგი დადებითად მიიღეს კინოკრიტიკოსებმა.[9][10][11] მათ ძირითადად შეაქეს მსახიობთა ოსტატობა, მუსიკა და პოლიტიკური ქვეტექსტები. თუმცა დაიმსახურა, აგრეთვე კრიტიკაც. მიმოხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 68% (271 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[12] ფილმი ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე.[13] რაც შეეხება ჯენიფერ ლოურენსს, ნომინირებული იყო სატურნსა და Critics' Choice Awards-ზე, ხოლო სიმღერა „Yellow Flicker Beat“ — ოქროს გლობუსზე.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ikon London Magazine coverage from the London Premiere“, Ikon London Magazine, 14 ნოემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი, 2018. 
  2. THE HUNGER GAMES: MOCKINGJAY - PART 1 (12A). British Board of Film Classification. წაკითხვის თარიღი: 3 ნოემბერი, 2014.
  3. 3.0 3.1 The Hunger Games: Mockingjay - Part 1 (2014). წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი, 2018.
  4. FilmL.A.. (მაისი, 2015) 2014 Feature Film Study. FilmL.A. Feature Film Study. დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი, 21, 2017. წაკითხვის თარიღი: 28 მარტი, 2019.
  5. Exclusive: The Hob Interviews Francis Lawrence, Nina Jacobson & Jon Kilik at World Premiere. TheHob.org (13 ნოემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი, 2013.
  6. 'Mockingjay' Movie Starts Filming In Atlanta; Jennifer Lawrence, Liam Hemsworth Spotted On 'The Hunger Games' Set“, 24 სექტემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 25 სექტემბერი, 2013. 
  7. Setoodeh, Ramin. CANNES: Jennifer Lawrence Dances and Sings at 'Hunger Games' Party. წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2014.
  8. 2014 Worldwide Grosses. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი, 2014.
  9. Kevin Jagernauth. (11 ნოემბერი, 2014) First Reviews For 'The Hunger Games: Mockingjay — Part 1' - The Playlist. The Playlist.
  10. 'The Hunger Games: Mockingjay - Part 1' Reviews: Best or Worst Installment Yet? - TheWrap. TheWrap.
  11. "The Hunger Games: Mockingjay - Part 1" reviews: Critics weigh in. cbsnews.com (20 ნოემბერი, 2014).
  12. The Hunger Games: Mockingjay - Part 1. Rotten Tomatoes. Fandango Media. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი, 2018.
  13. Blake, Emily. (3 მარტი, 2015) 2015 Saturn Awards: Captain America: Winter Soldier, Walking Dead Lead Nominees. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2015.
  14. 2015 Golden Globe Awards: Winners List. CNN (22 ნოემბერი, 2015). წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2015.