უდაბნოს მონასტერი
უდაბნოს მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°54′14″ ჩ. გ. 44°05′40″ ა. გ. / 41.90389° ჩ. გ. 44.09444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
უდაბნო — ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. ტერიტორია წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.
სასაზღვრო დავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 6 მაისის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე ჩადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები[1] და იქ ტურისტებს არ უშვებდნენ.[2] საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით ამის მიზეზი ისაა, რომ მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.[3] ამჟამად შექმნილია კომისია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე მუშაობს, საზღვრის შეთანხმებამდე უდაბნოს მონასტრის მონახულება ნებისმიერ ტურისტს შეუძლია.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უდაბნოს მონასტერი“ ვიკისაწყობში.
- აბრამიშვილი გ., დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბ., 1972
- Чубинашвили Г. Н., Пещерные монастыри Давид-Гареджи, Тб., 1948
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 101.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერთუბანი, ღვთისმშობლის ტაძარი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) | ქართველოლოგიური წიგნებისა და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა
- უდაბნოს მონასტერი wikimapia.org-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დავით გარეჯში, კერძოდ უდაბნოს მონასტერში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ
- ↑ აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, უდაბნოს მონასტერი საქართველოს არ ეკუთვნის[მკვდარი ბმული]
- ↑ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერი სერგო ორჯონიკიძემ გააჩუქა, რურუა-კალანდაძემ არასადაოდ გამოაცხადა
- ↑ ვაშაკიძე: დავით გარეჯის საკითხი საზღვრის საბოლოო დელიმიტაციის შემდეგ გადაწყდება[მკვდარი ბმული] ჟურნალი „ტაბულა", 21-05-2012, 14:12