ბერების სერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერების სერიVI-VIII საუკუნეების გამოქვაბულთა კომპლექსი, ბერთა თავშესაფარი ივრის ნაპირას, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს სამხრეთ-დასავლეთით. დავითგარეჯის მრავალმთის უდაბნო-მონასტრების განშტოება. ბერების სერის სავანეში არის გუმბათიანი, ბაზილიკური და დარბაზული ეკლესიები. ბერთა განცალკევებული ქვაბები განლაგებულია ერთ- და მრავალსართულიან კომპლექსებად. ქვაბებს აქვს შეისრული თაღები, შემკულია ჯვრის გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით. შემორჩენილია ქართული წარწერები, მ. შ., ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტებზე.

ბერების სერს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]