ქოლაგირის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქოლაგირის მონასტერი (სპარსულად — მოიხადე ქუდი) — მღვიმის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, იმავე ბერების სერად წოდებული ქედის ბოლოში, 6 კმ-ის მანძილძე, ივრის ჭალის ნაპირას მდებარეობს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი შედგება ერთი სამდარბაზიანი ეკლესიისაგან სატრაპეზოთი და რამდენიმე სხვა სათავოთი. ამათგან ეკლესია და სატრაპეზო მოხატულია, ვინაიდან კომპლექსი გამოკვეთილია შედარებით რბილთიხოვან კონგლომერატებში, მთა ჩამოშლილია და ამიტომ დღემდე მხოლოდ ეკლესიის დასავლეთი ნაწილის ერთმა მესამედმა მოაღწია. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის ჩრდილოეთი დარბაზი, რომელშიც შემორჩენილია ძალზე დაზიანებული კედლის მხატვრობა: ქტიტორთა თორმეტი გამოსახულება ასომთავრული წარწერებით. ბერები სასმელად ივრის წყალს იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 44