დიდი ქვაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი ქვაბებიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. გამოქვაბული კომპლექსი დავითგარეჯაში. მდებარეობს ქოლაგირის გადასწვრივ, ივრის მარცხენა ნაპირზე 5 კმ-ს მოშორებით, მაღალი მთის კონგლომერატოვან ფლატეში.

კომპლექსი საკმაოდ ვრცელია. ზედა გამოქვაბული თითქმის მთლიანად ჩამოშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიღრმეში გამოკვეთილი სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, ქვემოთ განლაგებული გამოქვაბულები კი თითქმის მთლიანად დაფარულია ჩამორეცხილი მიწის ფენით.

აღნიშნული გამოქვაბულის სამხრეთით, დაბლობში, კლდის ფენაში არსებული ქვაყუთები სამონასტრო სასაფლაო უნდა იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ სასმელად გამოიყენებოდა მახლობელი ხევის პატარა წყარო, ძირითადად კი სასმელად იყენებდნენ ივრის წყალი.

დავით-გარეჯი ფეოდალური საქართველოს თვალსაჩინო რელიგიურ-კულტუტული ცენტრია. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსმა და იქ მყოფმა ბერებმა მრავალი უბედურება გადაიტანეს.

დიდი ქვაბების ქვემოთ, იორის ტერასაზე, სადაც ამჟამად უფრო მებოსტნეობას მისდევენ, ჭალებში ახლაც გვხვდება გაველურებული ვაზის ნიშნები.

დიდი ქვაბების მონასტერი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 45

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]