ჩიჩხიტურის მონასტერი
იერსახე
ჩიჩხიტურის მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ვახუშტი ბატონიშვილი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი[1][2].
მონასტერში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამჟამად მონასტრის ტერიტორია, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის[3].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 242-243.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლადო მირიანაშვილი, ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა
- ↑ ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ., 332
- ↑ ლ. მირიანაშვილი, „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“ ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501