შინაარსზე გადასვლა

ასკორბინის მჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასკორბინის მჟავა

ასკორბინის მჟავა ან ვიტამინი C — ძლიერი ანტიოქსიდანტი. მისი ქიმიური ფორმულაა იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს, აძლიერებს რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.

მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა ორგანიზმში ბევრად უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავეების მდგრადობას.

ჰორმონები, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს, შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი. ვიტამინი C ეხმარება ამ ,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის (გარდაქმნის) პროცესში.

დადებითი თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინი C აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსიკური სპილენძი, ტყვია და ვერცხლისწყალი.

  • ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდა, რკინის ათვისების გაუმჯობესება, ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება;
  • მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების უჯრედების, ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას;
  • ჭრილობების შეხორცების, დამწვრობის მოშუშების და სისხლმდენი ღრძილებისათვის;
  • ოპერაციის მერე შეხორცებისათვის;
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • იცავს მრავალი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან;
  • მოქმედებს როგორც ბუნებრივი სასაქმებელი;
  • ამცირებს ტრომბის წარმოქმნის შანსს;
  • შველის გაციებების მკურნალობას;
  • ამცირებს სხვადასხვა ალერგენების მოქმედებას.

ვიტამინი С ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება.

ფორთოხალი

ვიტამინი C - დეფიციტი იწვევს სკარბის (სუროვანდი), პეტექიებს, ექიმოზს, ღრძილებიდან სისხლდენა, სახსრების შეშუპება, რეგენერაციის დაქვეითება. მისი დეფიციტი ვითარდება, როცა მიღება ნაკლებია 10 მგ/დღეზე. დეფიციტს იწვევს მოწევა (თამბაქოს მოხმარება) ალკოჰოლიზმი.

პირველად 1923-1927 წწ. ლიმონის წვენიდან ს. ს. ზილვამ გამოყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]