უკანასკნელი სამურაი
| „უკანასკნელი სამურაი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | ედვარდ ცვიკი |
| პროდიუსერი | ედვარდ ცვიკი, მარშალ ჰერსკოვიცი |
| სცენარის ავტორი | ჯონ ლოგანი, ედვარდ ცვიკი, მარშალ ჰერსკოვიცი |
| ისტორია | ჯონ ლოგანი |
| როლებში | ტომ კრუზი, კენ ვატანაბე |
| მუსიკა | ჰანს ციმერი |
| ოპერატორი | ჯონ ტოლი |
| მონტაჟი | ვიქტორ დუბუა, სტივენ როზენბლუმი |
| მხატვარი | კათრინ მარტინი |
| სტუდია | Radar Pictures, Bedford Falls Company, Cruise/Wagner |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
| გამოსვლის თარიღი | 5 დეკემბერი, 2003 |
| ხანგრძლივობა | 154 წუთი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური, იაპონური |
| ბიუჯეტი | $ 140 მლნ |
| შემოსავალი | $ 456 758 981 |
უკანასკნელი სამურაი (ინგლ. The Last Samurai) — 2003 წლის ამერიკული ეპიკური ფილმი სამურაების შესახებ. ფილმი მხატვრული გამოხმაურებაა საიგო ტაკამორის ხელმძღვანელობით მომხდარ საცუმას აჯანყებაზე. მთავარი გმირის პროტოტიპია ფრანგი სამხედრო ჟულს ბრუნეტი, რომელიც სამხედრო მრჩეველი იყო ბოშინის ომის დროს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება ხდება იაპონიაში, 1870-იანი წლების მეორე ნახევარში მეიძის რესტავრაციის დროს. ამერიკელი სამხედრო პირი, კაპიტანი ნათან ოლგრენი ჩადის იაპონიაში. მას ქირაობს მუცუჰიტოს მთავრობა, რათა გაწვრთნას იაპონიის არმია და შეაძლებინოს მას ამბოხებული სამურაების დამარცხება, რომლებსაც მორიცუგუ კაცუმოტო უძღვება. სამურაები აჯანყებულები არიან, რადგან მოდერნიზაციის რეფორმები იაპონურ ტრადიციებს და სამურაების კლასსგაქრობით ემუქრება. პირველივე ბრძოლის შემდეგ ოლგრენი ტყვედ ვარდება. ის ერთ წელიწადს სამურაების ტყვედ გაატარებს, მათ კულტურას ახლოს გაეცნობა და შეხედულებებს შეიცვლის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]