ტერნოპოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტერნოპილი
Тернопіль
ქალაქის ცენტრი
ქალაქის ცენტრი
გერბი
გერბი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ტერნოპოლი
კოორდინატები 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. / 49.56667; 25.60000
ქალაქის მეთაური რომან ზასტავნი
დაარსდა 1540
ადრეული სახელები ტარნოპოლი
ქალაქი 1540  წლიდან
ფართობი 59 კმ²
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 217 773 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 3 015 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
უკრაინელები, რუსები,
ებრაელები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380352
საფოსტო ინდექსი 46000 — 46499
ოფიციალური საიტი http://www.rada.te.ua/
ტერნოპოლი (უკრაინა)
Red pog.svg

ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль; პოლ. Tarnopol) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.

ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.

შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.

ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპოლში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ტერნოპოლში ამჟამად მოქმედებს 40-მდე სასწავლო დაწესებულება, 10 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის:

  • ტერნოპოლის ვ. გნატიუკას სახელობის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი
  • ტერნოპოლის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი
  • ტერნოპოლის ი.პულიუიას სახელობის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ტერნოპოლის სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • ტერნოპოლის რეგიონთაშორისი აკადემია პერსონალის მართვა უნივერსიტეტი
  • ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტერნოპოლის ექსპერიმენტალური ინსტიტუტი პედაგოგების გადამზადებაში
  • ევროპის უნივერსიტეტის ტერნოპოლის ფილიალი
  • ტერნოპოლის ეკონომიკის ინსტიტუტი
  • ტერნოპოლის კომერციული უნივერსიტეტი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის სამეფო 1540–1569

პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1569–1772
ჰაბსბურგის მონარქია 1772–1804
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია 1804–1809
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია 1809–1815
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია 1815–1867
ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1867–1918
უკრაინის დროშა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა 1918–1919
პოლონეთის დროშა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა 1919–1939
სსრკ (ოკუპაცია) 1939–1941
მესამე რაიხი (ოკუპაცია) 1941–1944
სსრკ (ოკუპაცია) 1944–1945
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1945–1991

უკრაინის დროშა უკრაინა 1991–დღემდე


გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]